აბსოლუტური სიღარიბე აფუძვნებს გადარჩენისთვის საჭირო მინიმალურ მოთხოვნებს. ამის მიხედვით იგულისხმება, რომ არსებობს მინიმალური სტანდარტები, რომლის ქვემოთაც ხალხი ხვდება „ღარიბთა” კატეგორიაში. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული საზომი არის შემოსავლის დონე: როდესაც ადამიანის, ან ოჯახის შემოსავალი გარკვეული დონის, ნორმალური ცხოვრების სტანდარტისათვის მიჩნეული აუცილებელი მინიმუმის ქვემოთაა, ასეთი პიროვნება ან ოჯახი ღარიბად ითვლება. შედარებითი სიღარიბის ქვეშ კონკრეტული ჯგუფის სტატუსი განისაზღვრება და იზომება სხვებთან შედარებით იგივე გარემოში, საზოგადოებაში ან ქვეყანაში. შესაბამისად, მას, ვინც ღარიბად ითვლება განვითარებულ ქვეყანაში, შეიძლება ჰქონდეს უფრო მაღალი შემოსავალი ვიდრე ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში შეძლებულად მიჩნეულ ადამიანს. სიღარიბის მნიშვნელობა დამოკიდებულია მსოფლიოს თითოეული ქვეყნის ან რეგიონის ტრადიციებზე, სტანდარტებზე და ფასეულობებზე. ამ თვალსაზრისით, ასევე არსებობს სიღარიბის კულტუროლოგიური განზომილება არსებობს სიღარიბის კიდევ მნიშვნელოვანი განზომილება, რომელსაც ხშირად „სიღარიბის ფემინიზაციას” უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ ღარიბებში ჭარბობენ ქალები, რაც დაკავშირებულია სხვა ფაქტორებთან ერთად პრეკონცეფციებთან ქალებთან მიმართებაში და სიღარიბის გენდერულ ასპექტებთან.
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004