(5.06.1720, კერკოლდი, შოტლანდია - 17.07.1790, ედინბურგი) - შოტლანდიელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი, ,,პოლიტოკური ეკონომიკის მამა“, სწავლობდა გლაზგოსა (1737 – 40) და ოქსფორდის (1740 – 46) უნივერსიტეტებში. 1764 – 66 წწ. იმყოფებოდა საზღვარგარეთ, უმეტესად საფრანგეთში, სადაც დაუახლოვდა ენციკლოპედისტებსა და ფიზიოკრატებს. 1776 წელს გამოაქვეყნა თავისი მთავარი შრომა ,,გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“. სმითმა დაუშვა ობიექტური ეკონომიკის კანონების არსებობა და მათი შეცნობის შესაძლებლობა. სმითი ითვლება თავიუფალი გაცვლისა და საერთოდ ეკონომიკური ლიბერალიზმის დოქტრინის ინიციატორად. სმითმა პირველმა განსაზღვრა პოლიტიკური ეკონომიკა, როგორც მეცნიერების, ორადი ამოცანა: თეორია და პრაქტიკა. შრომითი ღირებულების თეორია მიიჩნია კაპიტალისტური ეკონომიკის ყველა მოვლენის გაგების საფუძვლად. მან უარყო ფიზიოკრატების შეხედულება სასოფლო - სამეურნეო შრომის განსაკუთრებულობის შესახებ. იგი სამრეწველო მოგებას თვლიდა არაშრომითი შემოსავლის ძირითად ფორმად, მაგრამ ვერ შეძლო შრომითი ღირებულების თეორია გამოეყენებინა განვითარებული კაპიტალიზმის წარმოების პირობებში, რადგან მის მიერ ჩამოყალიბებული თეორია ვერ ხსნიდა კაპიტალისტური სინამდვილის ორ მნიშვნელოვან ფაქტს: შრომის (სამუშაო ძალის) ყიდვა - გაყიდვის დროს გაცვლის ეკვივალენტურობის დაცვასა და საშუალო მოგების ჩამოყალიბების ტენდენციას. სმითის ეკონომიკური კონცეფციები ორჭოფულია, მასში აღრეულია მეცნიერული და ვულგარული ელემენტები. სმითის ეკონომიკური მოძღვრების ვულგარული ელემენტები განავითარა ჟ. სეიმ, ხოლო მეცნიერული - დ. რიკარდომ, რამაც დაასრულა კლასიკური ბურჟუაზიული პოლიტიკური ეკონომიკის - მარქსიზმის ერთ-ერთი წყაროს შექმნა.
Source: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.9, გვ.441-442,