1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სოდ სოკ სოლ სომ სონ სოპ სორ სოს სოფ სოც

სოლიდარობა

E. Solidornose
იყო ახალი ეროვნული მოძრაობა, რომელიც მიმდინარეობდა მთელს ევროპაში 1980-იან წლებში. მოძრაობა ოფიციალურად დაიწყო გდანსკის შეთანხმებაზე ხელისმოწერით 1980 წ. 31 აგვისტოს, რომელიც ითვალისწინებდა დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნას და გაფიცვის უფლებას. რეალურად ეს დაიწყო როდესაც გემთმშენებელი ინდუსტრიის მუშებმა გადაწყვიტეს პროტესტი გამოეცხადებინათ 1970 წ. 14 დეკემბერს, რაც სასტიკად იქნა დარბეული პოლიციის მიერ. 1980 წ. ზაფხულში ბევრმა გაფიცვამ აჩვენა, რომ სოლიდარობის მოძრაობამ ფესვები გაიდგა, როგორც ძალამ სოციალური და დემოკრატიული ცვლილებებისათვის. სოლიდარობის წევრების რაოდენობამ 9 მილიონზე მეტს მიაღწია. კომუნისტური მთავრობის რეპრესიული პოლიტიკა აშკარა გახდა სოლიდარობის მიმართ, რომელიც ამის გამო იძულებეული იყო რამდენიმე წელი არალეგალურად ემუშავა.
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9