1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სოდ სოკ სოლ სომ სონ სოპ სორ სოს სოფ სოც

სომალი

ტერიტორია (1996 წ.) 637, 539 კმ2, რომელიც უტოლდება საფრანგეთსა და ბელგიას ერთად აღებულს. მდებარეობს აფრიკის კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში. ქვეყნის სანაპირო ზოლი ებჯინება წითელ ზღვას და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კი ინდოეთის ოკეანეს. მოსახლეობა (1996 წლამდე) 9,4 მლნ. ადამიანი (ძირითადად 99,8% სუნიტური ორიენტაციის მუსლიმანები). 1996 წელს 240 ათასმა სომალელმა უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო გახდა ლტოლვილი და თავი შეაფარა ეთიოპიას, 150 ათასმა კენიას, 45 ათასმა იემენს და 20 ათასმა ჯიბუტის, ხოლო 250 ათასი შეიქმნა იძულებით გადაადგილებული პირი. 1992 წელს 50 ათასი სომალელი გარდაიცვალა ქვეყანაში გამეფებული შიმშილისაგან, რამაც გამოიწვია გაერო-ს ეგიდით სასწრაფო ჰუმანიტარული ოპერაციის ჩატარება, 50 000-100 000 დაიღუპა სამოქალაქო ომის შედეგად, რომელიც მძვინვარებს 1989 წლიდან.
Source: მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9