1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სოდ სოკ სოლ სომ სონ სოპ სორ სოს სოფ სოც

სოციალური კაპიტალი

  1. გულისხმობს სოციალური ორგანიზაციის (პრინციპების, ნორმების, სტრუქტურების) იმ თავისებურებებს, რომელთაც შეუძლიათ განამტკიცოს საზოგადოების მიერ განხორციელებულ კოორდინირებულ მოქმედებათა ეფექტიანობა. კაპიტალის სხვა ფორმების მსგავსად სოციალური კაპიტალიც საწარმოო კაპირალია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ გარკვეული მიზნები, რომლებიც მიუღწეველია მისი არსებობის შემთხვევაში, მაგალითად, ჯგუფს, რომლის წევრებიც ერთმანეთს ენდობიან, გაცილებით უფრო მეტი შეუძლიათ, ვიდრე ჯგუფს, სადაც ასეთი ნდბა არ არსებობს. სოციალური კაპიტალი ბადებს თანამშრომლობისაკენ ლტოლვას. მისი ფორმირების ნაირსახეობას წამოადგენს ე.წ. „მორალური რესურსები“, რომელთა მოცულობა მოხმარების პროცესში კი არ მცირდება, არამედ იზრდება, ხოლო ამოიწურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არ გამოიყენება. რაც უფრო ეყრდნობიან ადამიანები ერთმანეთს, მით უფრო მაღალია ურთიერთობის ხარისხი. სოციალური კაპიტალის სხვა ფორმები, როგორიცაა სოციალური ნორმები და ურთიერთკავშირები, ასევე ძლიერდება მათი გამოყენების შემთხვევაში და დნებიან გამოუყენებლობის შემთხვევაში. სოციალური კაპიტალის ერთ-ერთი სპეციფიკური ნიშანი ისაა, რომ იგი ჩვეულებრივ წარმოადგენს საერთო ქონებას, მაშინ როცა კაპიტალი ფულადი სახით როგორც წესი, კერძო პირებს ეკუთვნით. როგორც ატრიბუტი სოციალური სტრუქტურისა, რომელშიც დამკვიდრებულია დამიანი, სოციალური კაპირალი არ წარმოადგენს მის მოსარგებლე პირთა კერძო საკუთრებას. სხვა საჯარო სიკეთის მსგავსად, სოციალური კაპიტალი ხშირად არ არის დაცული და შენახული ადამიანთა მიერ.
    Source: სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998
  2. მოიცავს სოციალური ორგანიზაციის - პრინციპების, სტრუქტურების, ნორმების - იმ თავისებურებებს, რომელთაც შეუძლია განამტკიცონ საზოგადოების მიერ განხორციელებულ კოორდინირებულ მოქმედებათა ეფექტიანობა.სოციალური კაპიტალი ბადებს თანამშრომლობისკენ ლტოლვას. მისი ფორმების ნაირსახეობას წარმოადგენს ე. წ. „მორალური რესურსები“, რომელთა მოცულობა მოხმარების პროცესში კი არ მცირდება, არამედ იზრდება; ეს რესურსები მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოიწურება, თუკი ისინი არ გამოიყენება... სოციალური კაპიტალის სხვა ფორმებიც, როგორიცაა სოციალური ნორმები და ურთიერთკავშირები, ასევე ძლიერდებიან მათი გამოყენების შემთხვევაში და დნებიან გამოუყენებლობის შემთხვევაში. სოციალური კაპიტალის ერთ-ერთი სპეციფიკური ნიშანი ისაა, რომ იგი ჩვეულებრივ წარმოადგენს საერთო ქონებას, მაშინ როცა კაპიტალი ფულადი სახით, როგორც წესი, კერძო პირებს ეკუთვნით“.
    Source: დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა : სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007
  3. ტერმინი ამერიკელმა სოციოლოგმა ჯეიმს ქოულმენმა შემოიღო. გულისხმობს ადამიანების საერთო მიზნებისათვის ერთობლივი მოქმედების უნარს. ის მოითხოვს ნდობის მაღალ დონეს. ყველა საზოგადოებაში ადამიანები, ჩვეულებრივ, ენდობიან ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრებს; მაგრამ იმისათვის, რომ წარმატებით აიგოს სოციალური ინსტიტუტები და ორგანიზაციები, როგორიცაა, მაგალითად, დიდი ბიზნეს-გაერთიანებები, საზოგადოებრივი ასოციაციები თუ პოლიტიკური პარტიები, აუცილებელია ადამიანი ენდოს ადამიანებს, რომლებთანაც მას არანაირი პირადი კავშირი არ აქვს. იმ საზოგადოებებს, რომლებშიც ნდობის სოციალური კაპიტალი იშვიათად სცდება მეგობრებისა და ნათესავების ვიწრო წრეს, ხშირად „კლანურ“ ან „ფამილისტურ საზოგადოებებს“ უწოდებენ. ასეთ საზოგადოებებში ადამიანები უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი სახელმწიფოზე, რადგან უჭირთ დიდი ორგანიზაციების დამოუკიდებლად შექმნა.
    Source: საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები / რედ.: გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი; [წინასიტყვ.: ვლადიმირ შკოლნიკოვი, იოს ვან კემენადე]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკ. ინ-ტი, ნიდერლანდების მრავალპარტ. დემოკრ. ინ-ტი, ეუთო-ს დემოკრ. ინ-ტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - [თბ.]: CIPDD, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9