1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სოდ სოკ სოლ სომ სონ სოპ სორ სოს სოფ სოც

სოციოლოგიური ფუნდამენტალიზმი

დემოკრატიის შესახებ ლიტერატურაში მას ხანდახან „წანამძღვრების თეორიას” უწოდებენ. ამ თეორიის მიხედვით დემოკრატიას, როგორც პოლიტიკურ სისტემას, სჭირდება სოციალური ფუნდამენტი, ნიადაგი, წანამძღვრები, ურომლისოდაც დემოკრატია ვერ იარსებებს. ეს სოციოლოგიური ფუნდამენტალიზმი ძირითადად ორი ნაირსახეობით არსებობს: ერთია სოციალურ-ეკონომიკური წანამძღვრების თეორია, რომლის თანახმადაც ჯერ უნდა ავაშენოთ ჩამოყალიბებული საბაზრო ეკონომიკა და მხოლოდ ამის მერე შეიძლება გვქონდეს დემოკრატიის იმედი (მარინა მუსხელიშვილი, მას ეკუთვნის ფორმულა: გზა დემოკრატიისკენ გადის ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოლუციაზე. ხოლო ასეთი რევოლუციის მატარებლად მან გაიაზრა ქართველ ინდუსტრიალისტთა მოძრაობა). მეორეა სოციალურ-კულტურული ფუნდამეტალიზმი, რომლის მიხედვითაც დემოკრატიის ღირებულებები რაღაცნაირად გამჯდარი უნდა იყოს ერის კულტურაში, ხოლო თუ კულტურა დემოკრატიისთვის შეუფერებელია, მაშინ დემოკრატიულ-პოლიტიკურ სისტემაზეც ვერ ვიოცნებებთ.
Source: როგორი ქვეყანა ვართ ამ არჩევნების შემდეგ: 1999 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები საქართველოში და ქართული დემოკრატია / მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკას. ინ-ტი - თბ. : CIPDD, 2000.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9