1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სპა სპე სპი სპო

სპეციფიკური განზრახვა

E. specific intent
პირის განზრახვა, ჩაიდინოს ესა თუ ის კონკრეტული ქმედება, რაც კანონითაა აკრძალული. შერიფ ბასიონის მიხედვით, სპეციფიკური განზრახვა, როგორც სიტყვა მიგვანიშნებს, ეს არის კონკრეტული ქმედების ჩადენის განზრახვა, ამ შემთხვევაში პირს აქვს გარკვეული მიზანი, რომელიც კანონით დაცული ამა თუ იმ ინტერესის შელახვაში მდგომარეობს. ამიტომაც, იგი, ქმედების და მისი მოსალოდნელი შედეგის თვალსაზრისით, გამოხატავს განსაზღვრულობის რაღაც ხარისხს,. პირი მოქმედებს განზრახ, თუ იგი აცნობიერებს იმას, რასაც სჩადის და ასეთი ქმედების ბუნებრივი, მოსალოდნელი შედეგი სურს. ჩვეულებრივ, რაც უფრო მძიმეა დანაშაული, მით უფრო შესაძლებელია, რომ კანონი სუბიექტურ მხარეში მისთვის სპეციფიკურ განზრახვას მოითხოვდეს. თანამედროვე სისხლის სამართლის კოდიფიკაციაში განსხვავებულია განზრახვა (ინტენტ) და ცოდნა (კნოწლედგე), მაგრამ ორივე სპეციფიკური განზრახვის სახესხვაობებს შეადგენს. (ამერიკულ სისხლის სამართალი)
Source: მჭედლიძე ნანა. ინტოქსიკაცია – სამართლებრივი დაცვის საშუალება ამერიკული სისხლის სამართლის მიხედვით // ალმანახი №8, [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9