1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სპა სპე სპი სპო

სპიჯ

სოციალური პოლიტიკის ინიციატივის ჯგუფი. სოციალური პოლიტიკის ინიციატივის ჯგუფის (სპიჯ) მისია შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული - „ინფორმირებული მოქალაქეები იღებენ ინიციატივას და სოციალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით სტრატეგიულად თანამშრომლობენ მთავრობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ჯგუფებთან“. სპიჯ-ის სოციალური პოლიტიკის საკითხების ნუსხის განსაზღვრა უმთავრესად სოციალური სექტორის იმ საკითხების მიხედვით ხდება, რომლებიც თემის წინაშე დგას და რომელთა გამოვლენა ხდება სთმი-ის თემის მობილიზაციის პოცესში იმ სათემო ორგანიზაციების და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც დახმარებას უწევენ თემს სთმი-ის გრანტების პროგრამის საშულებით. სპიჯ-ი ეწევა ადვოკატირებას, რათა სოციალური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, ინფორმაციის გავრცელებასა და პოლიტიკის რეფორმების შეფასებაში საზოგადოების უფრო მეტი ნაწილი ჩაერთოს. იგი ასევე ხელს უწყობს თანამშრომლობის განვითარებას ადგილობრივ ხელისუფლებას, სათემო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თემის ჯგუფებს შორის სოციალური პოლიტიკის საკითხების გადაჭრის მიზნით.
Source: სოციალური პოლიტიკა საქართველოში №1 [ჰორიზონტი], თბ. 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9