აღნიშნავს არა მხოლოდ ადამიანის სოციალურ მდგომარეობასა და იმ ფუნქციას, რომელსაც მოხელე ასრულებს სახელმწიფოებრივ ინსტიტუციებში, არამედ გაცილებით მეტს: იგი ერთგვარ პოლიტიკურ-მეტაფიზიკურ კოსმოგონიაში მონაწილეობის სიმბოლოა, მას ისეთივე მნიშვნელობა აქვს მოხელისათვის და მის არსებობას ისევე ანიჭებს მითოლოგიურ საზრისს, როგორც – სამიტინგო თრობა საშუალო-ყოველდღიურ ადამიანს. ამასთან, მოხელის ტკბობა უფრო ხანგძლივია და თანამდებობრივ საფეხურებადაა არტიკულირებული.
Source: ქართული პოლიტიკის თეატრალური დიალექტიკა: წერილები/ ზაზა ფირალიშვილი // იაკობაშვილი-ფირალიშვილი ლელა. წერილები ქართულ იდენტობაზე / ლელა იაკობაშვილი-ფირალიშვილი. ქართული პოლიტიკის თეატრალური დიალექტიკა: წერილები / ზაზა ფირალიშვილი; [რედ. სესილი ძებნიაური] - თბ. : CISS: მერაბ მამარდაშვილის სახელ. ქართ. კლუბი, 2007