კონცეფცია, ზოგადი გეგმა, თუ რა ზომების მიღება უნდა მოხდეს მიზნის მისაღწევად კონფლიქტის გადამწყვეტ ფაზაში. მიზანი კი მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალურად კარგი შედეგის მიღებაა. შერჩეული სტრატეგიით განისაზღვრება როდის და როგორ უნდა წარიმართოს ბრძოლა. საჭიროა არსებობდეს კონფლიქტის მართვის ყოვლისმომცველი გეგმა, რასაც დიდ სტრატეგიას უწოდებენ. დიდი სტრატეგია უნდა მოიცავდეს ინდივიდუალურ სტრატეგიებს.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002,
ძირითადი მიდგომა ან მეთოდი განსაზღვრული მიზნების, პრიორიტეტების მისაღწევად.
Source: მონაწილეობითი ბიუჯეტირება სკოლებში : [სახელმძღვ. / რედ.: ია ანთაძე და სხვ.] - თბ. : თავისუფლების ინსტიტუტი, 2004
ორგანიზაციის მისიის განხორციელებისა და მიზნების მიღწევის საერთო, ყოველნმხრივი, კომპლექსური გეგმა (გენერლის ხელოვნება).
Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
ბერძნული სიტყვისგან სტრატეგოს, რაც ნიშნავს სამხედრო გენერალს. ამ ტერმინის ყველაზე ფართოდ გავრცელებული განმარტებაა: „მიზნის მიღწევის პროცედურა“.
Source: ინკლუზიური განათლება: შესავალი კურსი/ბერიტ ჰ. ჰონსენისა და მირიამ დ. სკორტენის საერთო რედ.; [ინგლ. თარგმნა მარიკა ჯიქიამ; ქართ. გამოც. მთ. რედ. მადონა ხარებავა. - oslo, Unipubforlag, 2001. - ISBN: 82 – 7477 – 076 – 5