პროცესი, რომლის მეშვეობითაც სკოლა განსაზღვრავს და განიხილავს მნიშვნელოვან ორგანიზაციულ საკითხებს, აანალიზებს გარემოს, ადგენს პრიორიტეტებს და გარკვეული ვადით (3-5 წლით) გეგმავს სკოლის მომავალ საქმიანობას
Source: მონაწილეობითი ბიუჯეტირება სკოლებში : [სახელმძღვ. / რედ.: ია ანთაძე და სხვ.] - თბ. : თავისუფლების ინსტიტუტი, 2004
დაგეგმვის ეს ფორმა ხანგრძლივი დროის მონაკვეთს მოიცავს და განსაზღვრავს ორგანიზაციის მიზნების შესაბამისობას მიზნობრივ ჯგუფებთან და მათ საჭიროებეთან. არსებითად ეს არის კონკრეტულ ქმედებებში ასახული ორგანიზაციის მსოფლმხედველობა. ეს პროცესი ეხმარება ჩამოაყალიბოს თავისი პოლიტიკა, თუ მას სწორად განვსაზღვრავთ, რეალობასთან თანხვედრასა და მთლიანობასაც მივაღწევთ. არსებული გარე ფაქტორების გათვალისწინებით საჭირო ხდება ცვლილებების შეტანა სტრატეგიულ დაგეგმვაში, რათა მათ არ დაკარგონ აქტუალობა და ზუსტად შეესაბამებოდნენ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს. შესაბამისად, სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ სტრატეგიულ გეგმას უნდა გადავხედოთ. სტრატეგიული დაგეგმვის ელემენტებია:
● მოქმედების სფეროსა და მიზნობრივი ჯგუფის შერჩევა;
● ორგანიზაციის მახასიათებლები;
● პროგრამები;
● მიზნები და ამოცანები;
● არაპროგრამული სერვისი;
● რესურსები.
Source: ქალთა ორგანიზაციების მეგზური=A handbook for women's organizations : [პუბლიკაცია] / საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი - თბ., 2003
ხელმძღვანელობის მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა ნაკრები, რომლებიც განკუთვნილია ორგანიზაციის კონკრეტული სტრატეგიების დასამუშავებლად, რათა ორგანიზაციამ მიაღწიოს თავის მიზნებს. სტრატეგიული გეგმა გათვალისწინებულია დროის გრძელვადიან მონაკვეთზე (რამდენიმე წელი). იგი მუშავდება მართვის უმაღლეს დონეზე.
Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8