1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სუბ სუვ სუი სულ სუნ სუპ სურ სუუ სუფ სუქ

სუვერენიტეტი

  1. G. souveranitat
    ხელისუფლების უზენაესობა და დამოუკიდებლობა. სახელმწიფო სამართლის მეცნიერებაში ასხვავებენ სახელმწიფო, ეროვნულ და სახალხო სუვერენიტეტს. სახელმწიფო სუვერენიტეტი ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეროვნულ სუვერენიტეტს უწოდებენ ერის სრულუფლებიანობას, მის პოლიტიკურ თავისუფლებასა და რეალურ შესაძლებლობებს, განსაზღვროს თავისი ცხოვრების ხასიათი პოლიტიკური თვითგამორკვევისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ჩათვლით. სახალხო სუვერენიტეტი არის ხალხის სრულძალაუფლებიანობა, მისი უფლებამოსილება, რეალურად მონაწილეობდეს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმეების მართვაში.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
  2. წარმოდგება ლათინური სუპერანუს, სუპერანიტას და ძველი ფრანგული souverain-იდან. სუვერენიტეტი, ეტიმოლოგიურად, ნიშნავს მას, რასაც უპირატესობა აქვს სხვების წინაშე და დასაბამს იღებს ანტიკური ეპოქიდან. სუვერენიტეტი ისტორიულად ჩამოყალიბდა, როგორც პოლიტიკური თეორია, რომელმაც მხოლოდ მოგვიანებით შეიძინა იურიდიული ნიშნები. თავისი განვითარების პროცესში სუვერენიტეტს ყოველთვის უფრო პოლიტიკური ფუნქცია ჰქონდა. ასე იყო ჯერ კიდევ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული დაპირისპირების, ხოლო მოგვიანებით, მეფის აბსოლუტურ ხელისუფლებასა და მოსახლეობის სხვადასხვა ფენა შორის წარმოშობილი წინააღმდეგობის შემთხვევებში. სუვერენიტეტის ცნება, მისი თანამედროვე მნიშვნელობით, პირველად მე-16 საუკუნეში გამოიყენა ფრანგმა მეცნიერმა ბოდენმა. ბოდენის მიერ ჩამოყალიბებული სუვერენიტეტის თეორიის აბსოლუტისტური საფუძვლები კიდევ უფრო განავითარა ჰობსმა. სუვერენიტეტის ცნება მოიცავს ორ ელემენტს: 1. სუვერენი უზენაესი ძალაუფლების მატარებელია და 2. სუვერენიტეტი არის თვითონ უზენაესი ხელისუფლება საერთოდ ან რომელიმე სახელმწიფო ფუნქციასთან მიმართებაში.სუვერენიტეტი, როგორც უზენაესი ხელისუფლება, არის ლოგიკური აბსტრაქცია. შესაბამისად, სუვერენიტეტი სამართლის თეორიის ცნებაა. სუვერენიტეტი (იურიდიული გაგებით) წარმოადგენს არაწარმოებულ, ყოვლისმომცველ და, მაშასადამე, უზენაეს ხელისუფლებას. ხელისუფლების იურიდიულად არაწარმოებადი ხასიათი შეესაბამება სახელმწიფოს იდეას, ხოლო საკითხი, თუ ვინაა სუვერენული – სახელმწიფო, თუ სახელმწიფო ერთობა – ეს იურიდიული დოგმატიკის საკითხია. ფედერალიზმისგან განსხვავებით სუვერენიეტი აღიარებს სამართლებრივ მონიზმს, სახელმწიფო ხელისუფლების ერთიანობას და განუყოფლობას.
    Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9