1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სუბ სუვ სუი სულ სუნ სუპ სურ სუუ სუფ სუქ

სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა

სუპერსაპრეზიდენტოდ თავიდან იწოდებოდნენ ლათინური ამერიკის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტი ჩვეულებრივზე უფრო ფართო უფლებამოსილებით სარგებლობდა, მაგრამ შემდგომში სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკებად დასახელდა, ასევე, მრავალი განვითარებადი ქვეყანა აზიასა და აფრიკაში, სადაც, ფაქტობრივად, პრეზიდენტის გაუკონტროლებელი ხელისუფლება არსებობდა. მმართველობის ასეთი ფორმა შეიძლება დამყარდეს სამხედრო გადატრიალების ან პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა ჩახშობის შედეგად. სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკების პრეზიდენტები, როგორც წესი, სპეციფიკურ იდეოლოგიას იყენებენ, რათა გამართლდეს მათი განუსაზღვრელი ხელისუფლება. ასეთი რესპუბლიკის სამაგალითოდ იურიდიულ ლიტერატურაში ასახელებენ გვინეას, პრეზიდენტ სეკუ ტორეს დროს, ზაირის რესპუბლიკას, პრეზიდენტ მობუტუ სესე სეკოს დროს, რომელიც 1965–1997 წლებში, ფაქტობრივად, ერთპიროვნულად მართავდა ქვეყანას
Source: არჯევანიძე იმედო. მმართველობის ფორმები, რესპუბლიკა, როგორც მმართველობის ფორმის ნაირსახეობა, თანამედროვე საქართველო და მისი სამომავლო პერსპექტივები // ალმანახი №16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9