განისაზღვრება, თუ რა უნდა იცოდეს, ესმოდეს და/ან შეეძლოს სტუდენტს სწავლის პროცესის დასრულების შემდეგ. სწავლის შედეგებს თან უნდა ახლდეს შეფასების შესაბამისი კრიტერიუმები, რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნება იმის დადგენა, მიღწეულ იქნა თუ არა სწავლის მოსალოდნელი შედეგები. სწავლის შედეგები შეფასების კრიტერიუმებთან ერთად განსაზღვრავს კრედიტის მინიჭების მოთხოვნებს, მაშინ როდესაც ნიშნები კრედიტის შესრულების ხარისხს გამოხატავს. კრედიტების აკუმულაცია და ტრანსფერი ადვილდება, თუ მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული სწავლის შედეგები იმ მიღწევების აღსანიშნავად, რისთვისაც კრედიტები გაიცემა.
Source: კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005