დაიბადა 1939 წელს გერმანიის ქალაქ დრეზდენში. 1958-1965 წლებში სწავლობდა ფილოსოფიასა და სოვეტოლოგიას ფრიბურგსა და რომში. 1965 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. კითხულობდა ლექციებს ნოტრ-დამის კათოლიკურ უნივერსიტეტში (აშშ). 1984 წლიდან ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტისა და მიუნხენის უმაღლესი პოლიტიკური სკოლის პროფესორია. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია: ,,ლიბერალიზმი და დემოკრატია“ (1996), ,,ადამ სმიტი“ (2001) და სხვა.
Source: ბალესტრემი კარლ, ეკლესია და დემოკრატიული კულტურა: ადაპტაციის პრობლემები და კონფლიქტი/ არჩევანი №3-4 ივნისი ივლისი, 2006/ რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრი