1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ცე ცი ცნ ცო ცრ ცუ ცხ
ცხე ცხო

ცხოვრების სათანადო დონე

ტერმინი შესაბამის საერთაშორისო დოკუმენტებში კონკრეტულად განსაზღვრული არ არის, მაგრამ მისი არსის გაგება გარკვეულწილად შესაძლებელია კონტექსტიდან გამომდინარე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლში ეს ტერმინი ნიშნავს „ცხოვრების ისეთ დონეს, საკვების, ტანისამოსის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური უზრუნველყოფის ჩათვლით, რომელიც აუცილებელია მისთვის და მისი ოჯახის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად“; ხოლო ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლში იგი მოიცავს „სათანადო კვებას, ტანისამოსს და საცხოვრებელს“; ხოლო ბავშვს აქვს უფლება „ცხოვრების დონეზე, რომელიც აუცილებელია ბავშვის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის“ (ხაზგასმა დამატებულია).
Source: ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები = Economic, Social and Cultural Rights : სახელმძღვ. / რედ.: ასბორნ ეიდე, კატარინა კრაუზე, ალან როსას ; თარგმანი ნანა ჯაფარიძე-ჭყოიძისა - მე-2 განახლ. გამოც. - [თბ., 2006]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9