1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბიბ ბიზ ბილ ბინ ბიო ბირ ბის ბიუ ბიფ ბიჰ

ბიუჯეტი

  1. სახელმწიფოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს შემოსავალ-გასავლის ხარჯთაღრიცხვა დროის გარკვეული მონაკვეთისათვის. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ფულადი სახსრების მობილიზაციისა და გამოყენების ძირითადი ფინანსური გეგმა. ბიუჯეტში თავს იყრის ფულადი სახსრები, რომლებიც ხმარდება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეკონომიკური, სოციალური, საგარეო-ეკონომიკური, ქვეყნის თავდაცვისა და სუვერენული ქვეყნის ვალდებულებათა შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებებს, აგრეთვე საერთო-სახელმწიფო მნიშვნელობის მიზნობრივი პროგრამების დაფინანსებას. საქართველოს საბიუჯეტო სისტემა არის ქვეყნის ბიუჯეტების ერთიანობა, რომელიც ეფუძნება საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობას, ეკონომიკურ ურთიერთობებსა და იურიდიულ ნორმებს.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
  2. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ხელისუფლების შემოსულობების, აგრეთვე მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების ნუსხა.
    Source: საქართველოს საბიუჯეტო სისტემა: გზამკვლევი, - ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ - თბ.: 2007
  3. სიტყვა ბიუჯეტი მომდინარეობს ინგლისური სიტყვისგან budget, რაც ტომარას ნიშნავს. როდესაც ინგლისის პარლამენტში მთავრობა თემთა პალატას ფულს სთხოვდა, ხაზინის კანცლერი ხსნიდა პორტფელს (ტომარას), სადაც სახელმწიფო შემოსავალ-გასავლის ხარჯთაღრიცხვის კანონპროექტი იდო. ამას უწოდებდნენ ბიუჯეტის გახსნას. თანამედროვე გაგებით ბიუჯეტი შემოსავლებისა და ხარჯების ერთიანობას წარმოადგენს. იგი სახელმწიფო ფინანსების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია; სახელმწიფო ფინანსები თავის მხრივ ქვეყნის ფინანსური სისტემის ძირითადი ნაწილია, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ფუნქციების განხორციელების ინსტრუმნეტია.
    Source: სახელმწიფო ბიუჯეტი და მისი მონიტორინგის მეთოდები: გზამკვლევი. - ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, – თბ.:, 2005.
  4. გეგმა, რომელიც ასახავს მოსალოდნელ შედეგებს და გასანაწილებელ რესურსებს რაოდენობრივი ფორმით. იგი შეიძლება იყოს სახელმწიფოს, ფირმის, ოჯახის შემოსავლებისა და ხარჯების ნუსხა, ცხრილი დროის განსაზღვრული პერიოდისათვის (ჩვეულებრივ ერთი წლისათვის).
    Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9