1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ერგ ერე ერთ ერი ერო

ერიკსონი ჯონ

ეკლესიის ისტორიის პროფესორი ჯონ ერიკსონი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელია. 1973 წლიდან კანონიკურ სამართალსა და ეკლესიის ისტორიას ასწავლის ნიუ იორკის წმ. ვლადიმირის მართლმადიდებლურ სემინარიაში. 2002 წლიდან დღემდე კი ამ სემინარიის რექტორია. დამთავრებული აქვს ჰარვარდისა და იელის უნივერსიტეტები. არის ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის სამიტროპოლიტო საბჭოს წევრი; ისტორიისა და არქივის განყოფილების ხელმძღვანელი; ამერიკის ეკლესიის კანონიკური სამართლის კომისიის წევრი; ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს რწმენისა და მოწყობის კომისიის წევრი; ჩრდილოეთ ამერიკის მართლმადიდებლურ-კათოლიკური საღვთისმეტყველო კონსულტაციის კომისიის წევრი; ამერიკის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საზოგადოების წევრი და ყოფილი პრეზიდენტი. ავტორია მარავალი წიგნისა და სტატიისა, რომელთა შორისაა: მართლმადიდებელი ქრისტიანები ამერიკაში (Oxford University Press, 1999); ჩვენი წარსულის გამოწვევა: ესეები მართლმადიდებელი ეკლესიის ისტირიასა და კანონიკურ სამართალში (SVS Press, 1990); ,,მართლმადიდებლური ტრადიცია გუშინ და დღეს“ (Orthodox Education Day Booklet, 2003); ,,მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება ცვალებად მსოფლიოში“ (St. Vladimir’s Theological Quarterly 46 (2002), 307-314); ,,ნათლობა და ეკლესიის სარწმუნოება“ (Grand Rapids Ml: Erdmans, 2001): ,,არამართლმადიდებლების მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიღების თანამედროვე პრაქტიკა,“ (St. Vladimir’s Theological Quarterly 41 (1997), 1-17) და სხვ.
Source: ერიკსონი ჯონ, ევქარისტია და და სამღვდელო მსახურება ეკუმენურ დიალოგში/ არჩევანი #5-6 / რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრი / 2006 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9