1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გნო

გნოსტიკური დუალიზმი

კეთილი და ბოროტი საწყისის თანაარსებობა. ეს რელიგიური სისტემა ემყარება შეხედულებას, რომ ღმერთს ორმაგი ბუნება აქვს, რომ ის სიკეთის საწყისიცაა და ბოროტებისაც. სხვა ფორმით, ეს გამოხატული იყო არა როგორც ერთი, შინაგანად დაყოფილი ღმერთი, არამედ როგორც ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო ღვთაება: ერთი ეკთილი და მეორე ბოროტი. ,,კეთილმა ღვთაებამ“ შექმნა სული, ხოლო ,,ბოროტმა“ - მატერია. ბოროტმა ღვთაებამ შეიტყუა სული - განსაკუთრებით კი ბუნებრივად უკვდავი, მატერიის შექმნამდე არსებული - მატერიალურ სხეულში და დაატყვევა იქ ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში. ამ სწავლების მიხედვით, სატანა ღმერთის თანაბარი და მისი საპირისპირო ღვთაებაა. გნოსტიკური დულაიზმის მეორე ელემენტი არის სულისა და სხეულის დაპირისპირება. ის მიიჩნევს, რომ სული, როგორც სხეულისაგან განძარცული, სრულიად დამოუკიდებლად არსებობს, თუმცა ,,სიფრიფანა“ ხილული ფორმით. გნოსტიკოსებს მატერიის (მათ შორის, ადამიანის სხეულის) შესახებ ორი კონცეფცია ჰქონდათ. ისინი ამბობდნენ, რომ მატერია ან არსებითად და მარადიულად ბოროტია, ან დემიურგის ,,საღვთო ემანაციას“ ათავსებდნენ ღვთაებასა და მატერიას შორის. დემიურგმა, რომელსაც ხრწნადი ბუნება ჰქონდა, შექმნა მატერიალური სამყარო. გნოსტიკურ სისტემაშიც თვით ადამიანიც დუალისტური ქმნილებაა, რომელიც შედგება საღვთო წარმოშობის სულისა და მატერიალური სხეულისაგან, რომელსაც ხან ,,ხაფანგს,“ ხანაც ,,საპყრობილეს,“ ხან ,,სიმძიმეს - რის გამოც სული მიწას ეჯაჭვება“ - და ,,აღმოუფხვრელ ბოროტებასაც“ კი უწოდებენ. გნოსტიკური თუ პლატონური დუალიზმის ყველა ფორმაში თვალსაჩინოა ანტიკურ-ელინური მითი სულის შესახებ, რომელიც ამოდის დედამიწაზე თავისი ზეციური სამყოფელიდან და დატყვევებულია მატერიალური სხეულის სიბნელეში. სული მარადიულად ისწრაფვის სხეულიდან თავის დასაღწევად და ნამდვილ სამყოფელში დასაბრუნებლად. დემიურგი ყველა საშუალებით ეწინააღმდეგება სულის ასტრალური სფეროების გავლით თავდაპირველ ზეციურ სამყოფელში დაბრუნებას. გნოსტიკურ და ქალდეურ კოსმოლოგიაში ასტრალურ სფეროებს შორის საზღვრებია, რომლებიც ასტროლოგიური პლანეტების ორბიტებს შეესაბამებიან. თითოეულ სფეროს აქვს საბაჟო სახლი, რომელსაც სასტიკი არქონი (დემონი) იცავს. ის დემიურგს ემსახურება და ცდილობს მოძებნოს ვერაგული საშუალება, რომ ხელი შეუშალოს გაქცეული სულის საბაჟო კარიბჭეში გასვლას მომდევნო ასტრალურ პლანეტაზე გასასვლელად.ყველა გნოსტიკურ სწავლებაში ერთადერთი გამოხსნა სიკვდილია, როდესაც სული თავისუფლდება სხეულისაგან.
Source: პუჰალო ლაზარე, მითი საზვერეების შესახებ/ არჩევანი №5-6/ რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრი / 2006 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9