1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გოთ გოი გოლ გონ გორ გოფ

გოლზუორთი ჯონ

დაიბადა 1867 წელს. დაამთავრა საშუალო კლასის წარმომადგენელთა შვილებისათვის განკუთვნილი პრივილეგირებული სასწავლებელი და ოქსფორდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მისი სურვილი იყო, საფუძვლიანად შეესწავლა საზღვაო სამართალი, რის გამოც რამდენიმე წელი სავაჭრო გემზე მოგზაურობაში გაატარა. ასე შემოიარა ევროპა, სამხრეთ არქიპელაგი, ავსტრალია, ამერიკა და რუსეთი. თავისი ნაწარმოებების გამოქვეყნება 1897 წლიდან დაიწყო. ნოველებსა და პიესებში მწერალმა მრავალი დასამახსოვრებელი სახე გამოკვეთა. იგი, როგორც ჭეშმარიტ რეალისტს შეჰფეროდა, თვალს არ არიდებდა არც სოციალურ ყოფით ამბებს. სწორედ ამ სოციალურ-ფსიქოლოგიურ თემათა სიუხვემ განაპირობა მისი, როგორც მწერლისა და დრამატურგის, წარმატება. გოლზუორთის ნოველები ერთიანად სოციალურ-ფსიქოლოგიურია. მათ დიდი ემოციური შემოქმედების ძალა გააჩნია, შინაარსის მიხედვით ღრმაა, ფორმით კი - უბრალო და პოეტური. მწერალმა სააშკარაოზე გამოიტანა თავისი თანამედროვე საზოგადოებრივი ცხოვრების მანკიერებანი, შეძლო დიდი ოსტატობით ეჩვენებინა მთელი ეპოქისათვის დამახასიათებელი მახინჯი მოვლენები, სიმართლითა და დაუნდობლობით აესახა ისინი, განეზოგადებინა და ოჯახური ვიწრო შუკებიდან ჭუჭყიანი სინამდვილე ფართო შარაგზაზე გამოეტანა და გამოემზეურებინა. მკითხველთა ფართო წრისათვის ჯონ გოლზუორთი ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც რომან ,,ფორსაიტების საგას” ავტორი. ყველაზე უფრო ამ რომანში გამომჟღავნდა გოლზუორთის ნიჭი ფსიქოლოგიურ-სოციალური ნაწარმოების შექმნისა. ეს არის რომანი-სატირა ოჯახზე, კლასზე, საზოგადოებაზე. რომანის პირველი ნაწილი დაიწერა და გამოქვეყნდა 1908 წელს. 1929 წელს გოლზუორთიმ ინგლისის მეფისაგან ,,დამსახურების ორდენი” მიიღო. მწერალმა მთელი სიცოცხლე დაძაბულ შემოქმედებით შრომაში გაატარა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაამთავრა ტრილოგია ,,თავის დასასრული”. 1932 წელს გოლზუორთის მიანიჭეს ნობელის პრემია. ჯონ გოლზუორთიმ ლაურეატის ტრადიციული სიტყვა დაწერა, რომელიც სტოკჰოლმში უნდა წარმოეთქვა, მაგრამ არ დასცალდა. 1932 წლის დეკემბერში იგი ლოგინად ჩავარდა, ხოლო 1933 წლის 31 იანვარს გარდაიცვალა.
Source: გოლზუორთი ჯონ, სინდისი/ არჩევანი №3-4 ივნისი ივლისი, 2006/ რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9