1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჟა ჟე ჟი ჟუ
ჟივ ჟიუ

ჟივოტიჩი მილადინ

(1930-1997) 1958 - 1994 წლებში იყო ბელგრადის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის თანამედროვე ფილოსოფიის პროფესორი. 1968 წლის სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1974 წელს დისიდენტობის გამო უნივერსიტეტიდან გააგდეს ფილოსოფოსების ჯგუფ ,,პრაქსისის” სხვა ცნობილ წევრებთან ერთად. 1980 წლამდე აკრძალული ჰქონდა პედაგოგიური მოღვაწეობა. მოგვიანებით იყო ჟურნალ ,,Философиja”-ს მთავარი რედაქტორი, რომელიც წარმოადგენდა სერბეთის ფილოსოფიური საზოგადოების ოფიციალურ გამოცემას. იგი იყო ავტორი მრავალი წიგნისა თანამედროვე ფილოსოფიაში, ეთიკასა და აქსიოლოგიაში. ერთ-ერთი დამფუძნებელი ,,ბელგრადის წრისა”, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1992 წლიდან 1997 წლამდე. ამ წლებში მის მიერ შექმნილი პოლიტიკური პუბლიცისტიკა თავმოყრილია წიგნში ,,ჩონტრა Bელლუმ”(ომის წინააღმდეგ). ჟივოტიჩი იყო ბელგრადის ანტისაომარი მოძრაობის სიმბოლო და ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული მოწინააღმდეგე მილოშევიჩის რეჟიმის მილიტარიზმისა და ნაციონალიზმისა.
Source: სავიჩი ობრად, სერბი მანდარინები და ომი/ არჩევანი #5-6 / რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრი / 2006 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9