1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მობ მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოძ მოწ მოხ

მოლტმანი იურგენ

XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ღვთისმეტყველი, ,,იმედის თეოლოგიის” ფუძემდებელი. დაიბადა 1926 წელს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში. II მსოფლიო ომის საშინელებებმა მას ღრმა კვალი დაამჩნია. 1950 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გიოტინგენის უნივერსიტეტში. იყო რეფორმატული ეკლესიის პასტორი ქ. ბრემენში. შემდეგ მოღვაწეობდა ვუპერტალისა და ბონის უნივერსიტეტების თეოლოგიურ ფაკულტეტებზე, ხოლო 1967 წლიდან ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორია. სწორედ ამ პერიოდში აყალიბებს იგი ,,იმედის თეოლოგიის” საფუძვლებს, რამაც მთელს მსოფლიოში გაუთქვა სახელი. ამჟამად აშშ-ის უნივერსიტეტებში კითხულობს ლექციებს. იურგენ მოლტმანის ნაშრომებიდან აღსანიშნავია: ,,იმედის თეოლოგია” (1964), ,,იმედი და ღვთის განგება” (1971), ,,სამება და ღვთის სასუფეველი”(1984), ,,ღმერთი თავის ქმნილებაში” (1988) და სხვა.
Source: მოლტმანი იურგენ, თანამედროვე ქრისტიანი მოწამეები/ არჩევანი #5-6 / რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრი / 2006 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9