1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მსა მსგ მსო მსუ მსჯ

მსოფლიო ევანგელური ალიანსი (მეა)

პროტესტანტულ სამყაროში არსებული საერთაშორისო გაერთიანება, რომელიც წარმოადგენს ეკლესიათა ქსელს 127 ქვეყანაში, იგი აგრეთვე მოიცავს 100 საერთაშორისო ორგანიზაციას. ,,მეა” წარმოადგენს ხმასა და პლატფორმას 420 მილიონი ევანგელურად მორწმუნე ქრისტიანისთვის მთელს მსოფლიოში. ეს ორგანიზაცია აქტიურად უწყობს ხელს არსებული რელიგიური, პოლიტიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებას საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრებას საზოგადოების ყველა დონეზე. 1846 წელს ლონდონში 10 სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანები შეიკრიბნენ და პირველი ,,ევანგელური ალიანსი” ჩამოაყალიბეს, რომელიც ქრისტიანთა ერთობის ხელშემწყობი ორგანიზაცია უნდა ყოფილიყო. ეს იყო დასაწყისი იმ მოძრაობისა, რომელიც 1951 წელს დაფუძნდა. ამ წელს კი უკვე 21 ქვეყნის მორწმუნეებმა ოფიციალურად ჩამოაყალიბეს ,,მსოფლიო ევანგელური ალიანსი” (,,მეა”). დღეისთვის, ლონდონის შეკრებიდან 150 წლის შემდეგ, ,,მეა” არის დინამიკური გლობალური სტრუქტურა, რომელიც 127 ქვეყნის 420 მილიონ ქრისტიანს აერთიანებს. ალიანსის ნაციონალური და რეგიონალური წევრები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გენერალურ ასამბლეაზე იკრიბებიან, რათა ,,მეა”-ს სამოქმედო პროგრამები შეიმუშაონ და დაამტკიცონ. ,,მსოფლიო ევანგელური ალიანსი” მოიცავს შემდეგ კომისიებს: თეოლოგიური კომისია, რელიგიური თავისუფლების კომისია, მისიონერული კომისია, ქალთა საკითხების კომისია და ა. შ ალიანსის წევრები არიან ან ალიანსთან თანამშრომლობენ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის ევანგელისტური ეკლესიები. საქართველოში ევანგელისტური ეკლესია პირველად ფუძნდება 1914 წელს მცირე აზიიდან შემოსული მისიონერის დევიდ ურშანის მიერ, რომელიც აქედან სანკტ-პეტერბურგში და შემდეგ ევროპაში გადადის. საქართველოში ამ პირველი ევანგელისტური საკრებულოს შესახებ სამწუხაროდ სხვაცნობები არ მოიპოვება.
Source: თინიკაშვილი დავით, ევანგელისტური ეკლესიის ისტორია/ სოლიდარობა #3’06/ საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი/2006 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9