1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბოდ ბოე ბოვ ბოლ ბონ ბორ ბოფ ბოშ

ბონაიუტიმი ერნესტო

იტლიელი კათოლიკე მღვდელი. XX საუკუნის პირველ ნახევარში, ფაშიზმის პერიოდში, მკაცრად გააკრიტიკა ვატიკანის კურიას დამორჩილებული სტრუქტურები და კათოლიკური ეკლესიის ძირფესვიანი რეფორმა მოითხოვა. მაშინ მოქმედებდა პაპის, პიუს XI-ის მოთხოვნით ვატიკანსა და იტალიის სახელმწიფოს შორის 1929 წელს დადებულ ხელშეკრულებაში, ე.წ. კონკორდატში შეტანილი ერთი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა საეკლესიო ცენზურის მიერ აკრძალული პირის საჯარო მოღვაწეობის შეზღუდვას. პიუს XI-მ ეს პუნქტი სწორედ ბონაიუტის წინააღმდეგ მოითხოვა. კონკორდატის ძალით დისიდენტი მღვდელი რომის უნივერსიტეტში არ შეუშვეს ლექციების წასაკითხად. ერნესტო ბონაიუტის მიერ შემოთავაზებული მრავალი იდეა ორმოცი წლის შემდეგ, ვატიკანის მეორე საეკლესიო კრებაზე იქნა მიღებული. მაგრამ 1962 წლის 14 ივნისს მოწვეულმა იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ ,,ბონაიუტის პუნქტის“ გაუქმებაზე გადაწყვეტილება ვერ გამოიტანა. სამართლიანობის აღდგენას კიდევ ათი წელი დასჭირდა.
Source: რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო: წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ.: ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9