1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ორგ ორდ ორთ ორი ორმ ორპ ორს ორტ ორჰ

ორმოცდაათიანელთა კონფესია

ერთ-ერთი გვიანპროტესტანტული ქრისტიანული მიმდინარეობა, რომლის იდეური წყაროები რევივალიზმის (ინგლ. Revival - აღდგენა, აღორძინება) რელიგიურ-ფილოსოფიურ მოძრაობაშია საძიებელი. ორმოცდაათიანელთა ეკლესია (,,Pentecostal Church”) ქრისტიანობის ძლიერ განშტოებას წარმოადგენს, რომელიც ამჟამად 50 მილიონზე მეტ წევრს ითვლის თითქმის ყველა ქვეყნიდან. მას ,,ქარიზმატულ” მიმდინარეობას მიაკუთვნებენ, რომლის აღმსარებელთა რწმენის საფუძველს შთაგონება (მადლი, ,,ქარიზმა”) წარმოადგენს, რომელიც უშუალო მისტიკური გამოცდილებით შეიძინება. ორმოცდაათიანელებში არსებობს ორი ძირითადი მიმართულება: ტრინიტარიელები, რომლებიც ,,მამის, ძისა და სული წმინდის სახელით” ნათლავენ და უნიტარიელები, რომლებიც მხოლოდ ,,იესო ქრისტეს სახელით” ნათლავენ (საქართველოს ევანგელურ-ორმოცდაათიანელთა ეკლესია ტრინიტარულ მიმართულებას მიეკუთვნება). ორმოცდაათიანელთა მოძრაობა ჩრდილოეთ ამერიკაში დაიწყო, სადაც მე-19 საუკუნის ბოლოს უამრავი მეთოდისტური ეკლესია არსებობდა. 1867 წელს ,,წმინდა მოძრაობამ” მოიცვა ნიუ-იორკის, ნიუჯერსის და პენსილვანიის მოსახლეობა. ქადაგებებზე ხალხის უზარმაზარი რაოდენობა იკრიბებოდა.
Source: თინიკაშვილი დავით, ევანგელურ-ორმოცდაათიანელთა ეკლესიის ისტორია/სოლიდარობა #5’06 /საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი/ 2006 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9