1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რაბ რაგ რად რაი რამ რან რაო რას რატ რაფ რაშ რაც

რასელი ბერტრან

  1. XX საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი და მათემატიკოსი გრაფი ბერტრან რასელი დაიბადა 1872 წელს უელსის ქალაქ ტელექში (დიდი ბრიტანეთი). ბ. რასელი არის ანალიტიკური ფილოსოფიის ფუძემდებელი და ლოგიკაში ,,რასელის პარადოქსის“ შემქმნელი. უმაღლესი განათლება მიიღო კემბრიჯის უნივერსიტეტის ტრინიტი კოლეჯში. 1910 წელს გამოქვეყნდა მისი ცნობილი ნაშრომის principia Mathematica პირველი ტომი. პირველი მსოფლიო ომის დროს პაციფიზმისათვის იგი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან გააგდეს და 6 თვით ციხეშიც ჩასვეს. 1939 წლიდან კითხულობდა ლექციებს აშშ-ში. 1950 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. გარდაიცვალა 1970 წელს. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია: ,,მისტიციზმი და ლოგიკა და სხვა ესეები“ (1916), ,,რატომ არა ვარ ქრისტიანი“ (1927), ,,ლოგიკა და ცოდნა“ (აქ დაბეჭდილია რასელის ყველაზე ცნობილი ფილოსოფიური სტატია დენოტაციის შესახებ - 1956), ,,ჩემი ფილოსოფიური განვითარება“ (1959).
    Source: რასელი ბერტრან, თავისუფალი აზროვნება და ოფიციალური პროპაგანდა/ არჩევანი #5-6 / რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრი / 2006 წ.
  2. (1872 წ., ინგლისელი) 1910-13 წლებში, ალფრედ უაიტჰედთან (1861-1947 წწ.) ერთად გამოაქვეყნა სამტომეული principia matematica, მეცნიერებათა „შენებისთვის“ საჭირო ლოგიკის, ანუ „ლოგიკურ-მათემატიკური გრამატიკის“ მიწოდების მიზნით. ამ შრომის გარდა, რასელს ეკუთვნის „გარე სამყაროს ჩვენეული შემეცნება“, 1914 წ.; „სულის ანალიზი“, 1921 წ.; „მატერიის ანალიზი“, 1927 წ. და სხვა შრომები. ამ შრომებში რასელი ფილოსოფიის ყველა კლასიკური დოქტრინის კრიტიკულ განხილვას გვთავაზობს. მისთვის ღირებულია მხოლოდ ის მეცნიერებები, რომლებმაც ემპირიულ-მათემატიკურ მეთოდთა საშუალებით უნდა განიხილონ ფენომენთა შორის დამოკიდებულებანი, მათ არ უნდა ჰქონდეთ ზოგადი სინთეზის წარმოდგენის პრეტენზია. ლოგიკამ საგნები და მათი თვისებები კი არ უნდა განიხილოს, არამედ ტერმინებს შორის დამოკიდებულებები, იმგვარად, რომ მეცნიერულ დებულებებში მკაცრი კვლევა წარმოადგინოს, რომელიც უბრალოდ ფაქტებს უგულვებელყოფს.
    Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9