1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბოდ ბოე ბოვ ბოლ ბონ ბორ ბოფ ბოშ

ბოშები

  1. ევროპელების მიერ ყოველთვის განიხილებოდნენ როგორც მათგან განსხვავებული ხალხი. ისტორიის დიდი პერიოდის განმავლობაში ისინი მოხეტიალეები იყვნენ, ერთი ადგილიდან გადადიოდნენ მეორეზე როგორც ხელოსნები, მუსიკოსები და მოვაჭრეები. ისტორიის მანძლიზე ისინი იყვნენ ძალადობრივი ასიმილაციის საგანი; ბოშების ენა აკრძალული იყო ზოგიერთ ქვეყანაში და შვილებს ძალით ართმევდნენ მშობლებს. ბოშები მონები იყვნენ ბევრ ქვეყანაში, ბოლო ქვეყანა იყო რუმინეთი სადაც მათი მონობა გაუქმდა 1856 წელს. ბოშებს არასოდეს ჰქონდათ სახელმწიფო და არასოდეს უბრძოლიათ სხვა ხალხის წინააღმდეგ. მე-20 საუკუნის განმავლობაში ისინი ითვლებოდნენ მაწანწალებად და ბევრ ქვეყანაში გამოცემული იყო კანონები, რომლებიც აიძულებდა მათ ერთ ადგილას დასასახლებას. დღეს, ბოშების საზოგადოება კვლავ არის პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაციის, დევნის და იზოლაციის საგანი ყველა ევროპულ ქვეყანაში.
    Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
  2. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცხოვრები ხალხია. მათ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ (ინგლისელები: Gypsies – „ეგვიპტელები“, უნგრელები: Cig’any, ჰოლანდიელები: Heidens – „წარმართები“, ფინელები: Mustainen – „შავები” და სხვ.).
    მიიჩნევა, რომ ბოშები წარმომავლობით ინდოეთიდან არიან. ბოშების წინაპრებს ინდოეთი პირველი ათასწლეულის ბოლოს უნდა დაეტოვებინათ. სავარაუდოდ, ისინი პირველად წინა აზიის (ირანის ტერიტორია), ეგვიპტისა და ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში განსახლდნენ. მეორე ათასწლეულის დასაწყისში ისინი ბალკანეთის ნახევარკუნძულისკენაც დაიძრნენ. XV-XVI საუკუნეებში ბოშები უკვე ევროპასა და ჩრდილო აფრიკაშიც სახლდებიან, XIX საუკუნეში კი ამერიკის კონტინენტსა და ავსტრალიაშიც. ევროპაში ბოშების მიმართ თავდაპირველი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მალე მათი დევნით შეიცვალა. ბოშებს კანონგარეშე პირებად აცხადებდნენ და ქვეყნის საზღვრებს გარეთ ასახლებდნენ, მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპაში 500 ათასზე მეტი ბოშა განადგურდა. ომის შემდეგ ბევრმა მათგანმა მკვიდრი ცხოვრების წესი აირჩია. 1971 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ბოშათა მსოფ-ლიო კავშირი შეიქმნა, რომელიც ევროპის ბოშური ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს.
    ბოშები მთელ მშოფლიოში იბრძვიან თავიანთი სოციალური და კულტურული უფლებების დასაცავად, სურთ მათ მიმართ გულგრილად განწყობილ მსოფლიო საზოგადოებას საკუთარი დისკრიმინაციული და გაუსაძლისი მდგომარეობა დაანახონ.
    მშოფლიოში მათი საერთო რაოდენობა, სხვადასხვა მონაცემით, 6-იდან 10 მილიონამდე მერყეობს. ბოშები უმეტესად უნგრეთში, სლოვაკეთში, ჩეხეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, იუგოსლავიასა და რუსეთში სახლობენ. ბოშური ენა ინდოევროპული ოჯახის ინდო-არიულ ჯგუფს მიეკუთვნება, მას მრავალი დიალექტი აქვს. განსახლების პროცესში ბოშათა მრავალრიცხოვანი სუბეთნიკური ჯგუფებიც გაჩნდა: კელდერარები, ლოვარები, სერვები და სხვა.
    საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, 1989 წელს საქართველოში რეგისტრირებული იყო სულ 1744 ბოშა. მათ შორის: თბილისში – მხოლოდ 53; აფხაზეთში – 412; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – 126; ქუთაისში – 251; რუსთავში – 32. მაგრამ ეს მონაცემები დღეს უკვე არ ასახავს რეალობას. 2002 წლის საქართველოს მოსახლეობის აღწერის მასალები ბოშების რაოდენობის შესახებ არაფერს გვაუწყებს.
    Source: ეთნოსები საქართველოში: [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ.: ფოტ., ნახ.; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9