1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

შა შე შვ შთ ში შლ შნ შო შრ შტ შუ
შიგ შიდ შივ შიი შიმ შინ შიო

შიდსი

  1. (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) – ნელა განვითარებადი ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ ვირუსი აზიანებს ორგანიზმის დამცველ ე.წ. იმუნურ სისტემას და მწყობრიდან გამოჰყავს იგი. შედეგად, ადამიანს ადვილად უჩნება ინფექციური თუ სიმსივნური დაავადებები, რაც, საბოლოოდ, სიკვდილს იწვევს. თანამედროვე კლასიფიკაციით, აივ ინფექცია ეწოდება დაავადებას ვირუსით ინფიცირების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო ტერმინით შიდსი აღინიშნება აივ ინფექციის ბოლო სტადია, როდესაც ავადმყოფს უვითარდება დაავადების გარკვეული კლინიკური ნიშნები და/ან იმუნური სისტემის მძიმე დაზიანება. ამ შემთხვევაში, მისი გადარჩენა შეუძლებელი ხდება. დაავადების დროულად აღმოჩენისა და მკურნალობის კურსის დროულად დაწყების შემთხვევაში პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება შესაძლებელია. იმუნოდეფიციტის ვირუსი გადაეცემა: ინფიცირებული ადამიანის სისხლის გადასხმით, დაავადებულის შპრიცით სარგებლობით; ინფიცირებულ ადამიანთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტით; ინფიცირებული დედისგან მემკვიდრეობით - მუცლად ყოფნის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
    Source: ნიჟარაძე ნანა, ყველა უნდა მოკვდეს?/სოლიდარობა №4’06 /საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი/ 2006 წ.,

  2. (ანუ იმუნოდეფიციტური სინდრომი) - ინფექციური დაავადება, რომელიც ანადგურებს ადამიანის იმუნურ სისტემას და უძლურს ხდის სხვადასხვა ინფექციების მიმართ. ავადმყოფობას იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). შიდსზე დადებითი ტესტის შემთხვევაში პირმა შესაძლოა იცოცხლოს ავადმყოფობის სიმპტომატური გამოვლინების გარეშე 10 და მეტი წლის განმავლობაში, ავადმყოფობას განვითარების გვიანდელ სტადიაზე შესაძლოა თან დაერთოს ტუბერკულოზი, ქრონიკული პნევმონია, სიმსივნე, ქრონიკული ვაგინალური ინფექცია, ნაწლავური ინფექციები, ქრონიკული სისუსტე და სიცხე, ასევე წონის კატასტროფული კლება.
    Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება - თბ., 2006.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9