ორთოდოქს, ხასიდ იუდეველთა ყველაზე დიდი რელიგიურ-საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომლის ცენტრიც ნიუ-იორკში მდებარეობს. ჰაბად ებრაული აკრონომია სიტყვებისა chocham სიბრძნე, binah შემეცნება და da‘at ცოდნა. ubavitch კი ,,ძმური სიყვარულის ქალაქს“ ნიშნავს, იმ ბელორუსული (მაშინ რუსეთის იმპერიაში შემავალი) ქალაქის აღსანიშნად, სადაც ეს მოძრაობა წარმოიშვა მე-18 საუკუ-ნეში. ყველა ხასიდი ებრაელის მსგავსად, ხაბად ლუბავიჩის წევრებიც ,,chasidut“-ის სწავლასა და ტრადიციებს მისდევენ, როგორც ამას მათ რაბი ისრაელ ბენ ელიზიერი (1698-1760) ასწავლიდა, რომლის მოძღვრებაც, თავის მხრივ, რაბი ისააკ ლურია-არიზალის (1534-1572) ადრეული წლების კაბალისტურ შრომებს ეყრდნობა. ხაბად ლუბავიჩების სალოცავი და სარიტუალო წიგნი (სიდური) არიზალის მიერ დაარსებული რიტუალების მიხედვითაა შედგენილი. სხვა ხასიდი ებრაელებისაგან განსხვავებით, ლუბავიჩები სადღესასწაულო დღეებში შტრეიმელს (ქუდი) არ ატარებენ და არ ასრულებენ ყველა დანარჩენი იუდეველისათვის ტრადიციულ ჰიმნებს - Sabbath - zemiroth. დღეს მსოფლიოს სამოცდაათ ქვეყანაში 4000-ზე მეტი ხაბადის ცენტრი არსებობს. როგორც ამ ორგანიზაციის ვებ-გვერდი გვამცნობს, მათი მისია ,,ინტერნეტ-ქსელის გამოყენებით ყველა ებრაელის გაერთიანებაა, რათა მათ 3300 წლიანი ტრადიციები გააცნონ და მათში იუდეველურ რწმენასა და რიტუალებთან ღრმა კავშირი აღზარდონ“. მათი ფილოსოფია კი ასეთია: ,,ქვეყნად ყველაფერი ღვთიური ნებით შეიქმნა. ყველა თანამედროვე ტექნოლოგია შესაძლებელია, და უნდა იყოს კიდეც, გამოყენებული იმისათვის, რომ ქვეყანა უკეთესი გავხადოთ, იუდეველების შემთხვევაში კი იმისათვის, რომ იუდაიზმი რაც შეიძლება ფართოდ გავრცელდეს - არც ერთი ებრაელი არ უნდა დაიკარგოს ებრაელი ხალხისთვის, არც ერთი ებრაელი არ უნდა გრძნობდეს თავს მარტო“.
Source: კიკნაძე ზურაბ, იუდაიზმი/ სოლიდარობა #2’06/საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი /2006 წ.