1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰაა ჰაბ ჰავ ჰაი ჰაკ ჰალ ჰამ ჰან ჰარ ჰას

ჰავდალა

  1. (გამიჯვნა) იუდაისტური მსოფლხედვის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია, რომლის თანახმად სინამდვილე ერთფეროვანი არ არის: ,,უფალო, ჩვენო ღმერთო, - ლოცულობს იუდეველი შაბათის გასვლის ჟამს, - შენ ბრძანე, რომ გაიმიჯნოს ერთმანეთისგან წმიდა და სადაგი, ნათელი და ბნელი, ისრაელი და სხვა ხალხები, მეშვიდე დღე და საქმიანობის ექვსი დღე. როგორც გამოგვაცალკევე, უფალო, ღმერთო ჩვენო, ქვეყნიერების ხალხებისგან, ისევე გვიხსენი ბოროტი სატანისგან...“
    Source: კიკნაძე ზურაბ, იუდაიზმი/ სოლიდარობა #2’06/საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი/2006 წ.
  2. იუდაიზმში გამიჯვნის პრინციპი.ჭეშმარიტ იუდეველს ევალება გაარჩიოს ყველა სფეროში წმიდა რიოშისგან, ყოველდღიურისგან, – ეს რელიგიური თვალსაზრისით, ხოლო ზოგადად, მთავარი და მნიშვნელოვანი მეორე ხარისხოვანისგან და უმნიშვნელოსგან. რეალობის განსხვავებულ სფეროთა აღრევა ყველაზე ძნელი ასატანია იუდეველის ცნობიერებისთვის. ყველაზე არაბუნებრივი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის შეუთავსებელთა შეთავსება, ურთიერთდაპირისპირებულ მხარეთა კომპრომისი. იუდეველს სწამს, რომ თუ მან მკაცრად დაიცვა ჰავდალას წესი, უფალი მოავლენს მესიას და ხსნას. ნათქვამია: მესია მაშინ მოვა, თუ მთელი ებრაელობა ორ შაბათს ერთმანეთის მიყოლებით დაიცავს.
    Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული/რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9