1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ასა ასე ასი ასკ ასო ასტ ასუ

ასურელები

  1. რელიგიური და ეთნიკური საზოგადოება, რომელიც გამოირჩევა საკუთარი რწმენითა და სირიული დიალექტით. ამ ენაზე საუბრობენ ასურული საზოგადოების უხუცესი წარმომადგენლები ლიტურგიების დროს, თუმცა, ხშირად კერძო დიალოგებშიც იყენებენ. ასურელები ესწრებიან მუსულმანურ რელიგიურ სწავლებებს საჯარო სკოლებში, მათ ეკლესიებს კი ჩამორთმეული აქვთ ქონების შეძენის უფლება.
    Source: აღმსარებლობის თავისუფლება ეუთოს წევრ ქვეყნებში : სამართლ. მიმოხილვა - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
  2. არამეული მოდგმის სემიტებს მიეკუთვნებიან, ისინი ისტორიულ სამშობლოდ მესოპოტამიას მიიჩნევენ (ბეტ-ნაკჰრეინ). არამეული ენა ერთ-ერთი ძირითადი სემიტური ენაა. საქართველოში მცხოვრებ ასურელებში გავრცელებულია ახალი არამეული, კერძოდ, აღმოსავლური არამეულის დიალექტები: ურმიული, სალმასური, ვანური, ჯილუბოტანი. ენაში შენარჩუნებულია სემიტური ენის ტიპი, თუმცა შეცვლილი სტრუქტურით (ძირითადი ცვლილებები შეეხო ზმნასა და ბგერით სისტემას).
    საქართველოს ასურული მოსახლეობა ძველ არამეელთა ეთნიკურ ანალოგად ითვლება. კავკასიელი ასურელები ანთროპოლოგიურად საკმაოდ ერთგვაროვანნი არიან. ისინი განეკუთვნებიან წინააზიურ ტიპს, რომელიც ხასიათდება კანის შავგვრემანი ფერით, მუქი და ტალღოვანი თმით, მაღალი შუბლით, გამოკვეთილი ყვრიმალის ძვლებით. ამ კონტინგენტის აღსანიშნავად XIX-XX საუკუნეებში გამოიყენებოდა ტერმინი აისორი, რომელიც სათავეს იღებს სომხური „ასსორის“, ანუ ასურელისაგან. ასურელთა შორის გავრცელებული თვითსახელები იყო: ათურაი, სურაი, ქალდაი, სოგრახი-ასურიანნი. ქართულ ისტორიოგრაფიაში ასურელის აღმნიშვნელი ეთნონიმი გადმოიცემა ტერმინებით: ასური, ასურასტანელი, ასურელი, ხოლო მათი ქვეყანის სახელწოდებათა ვარიანტებია: ასურია, ასოასტანი, ასურეთი, სირია. ამჟამინდელ ერთადერთ საერთო ენდოეთნონიმს წარმოადგენს „სურიოი“/ „სურიაი“.
    Source: ეთნოსები საქართველოში : [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ. : ფოტ., ნახ. ; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9