მიიღეს 1787 წელს. ძალაში 1788 წელს შევიდა. ამ დოკუმენტით შეიქმნა მმართველობის ფედერალური სისტემა, რამაც ცენტრალურ ხელისუფლებას მცირე უფლებამოსილებები დაუტოვა. ამავე დროს შემოიღეს დღეისათვის უკვე კარგად ცნობილი ხელისუფლებათა დანაწილების სისტემა, რომლითაც საკანონმდებლო ხელისუფლება გადაეცა ორპალატიან კონგრესს, აღმასრულებელი ხელისუფლება - პრეზიდენტს, სასამართლო ხელისუფლება კი - უზენაეს სასამართლოსა და ქვემდგომ სასამართლოებს, რომლებიც შეიძლება შეიქმნას კონგრესის მიერ. შტატებს - მათი რაოდენობა თავდაპირველად 13 იყო, ხოლო დღეს ორმოცდაათია - მიენიჭათ სრული სახელისუფლებო უფლებამოსილება იმ სფეროებში, რომელიც, კონსტიტუციით ცენტრალური ხელისუფლებისათვის არ იყო დელეგირებული.
Source: აღმსარებლობის თავისუფლება ეუთოს წევრ ქვეყნებში : სამართლ. მიმოხილვა - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002