1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბრა ბრბ ბრე ბრი ბრუ ბრძ

ბრალდებული

  1. საპროცესო კოდექსის მიხედვით, არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი, ანუ, ის პირი ვისი მიმართაც გამოტანილია დადგენილება ბარლდებულის სახით სისხლის სამარლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აღნიშნული დადგენილება მიიღება დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა. ბრალდებულის სტატუსი შეიძლება შეიძინოს ეჭვმიტანილმა და ასევე ნებისიერმა სხვა პირმა, რომლის წინააღმდეგაც იქნება დანაშაულში მამხილებელი საკმარისი უტყუარი მტკიცებულებები.
    Source: შეწყალების გამოყენების წესი და თავისებურებანი / (მოამზადა თეა გადრანმა). ეჭვმიტანილის და ბრალდებულის ძირითადი უფლებები სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების დროს / (მოამზადა არჩილ ჩოფიკაშვილმა) ; ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" - [თბ.], 2005,

  2. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი, აგრეთვე პირი, რომლის მიმართაც კანონით დადგენილი წესით გამოტანილია გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ბრალდებულს, რომელიც მიცემულია სამართალში, ეწოდება განსასჯელი, ხოლო რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი - მსჯავრდებული.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9