1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დებ დედ დევ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დეც

დეკლარაცია

  1. E. Declaration
    განსაკუთრებით ოფიციალური გადაწყვეტილება, ჩვეულებრივ, გაერო-ს გენერალური ასამბლეისა, რომელიც თუმცა არ არის იურიდიულად სავალდებულო, მაგრამ აფუძნებს სტანდარტებს, რომელთა პატივისცემასაც კისრულობენ სახელმწიფოები
    Source: კონორ ფოული/ წამების დასამარცხებლად: სახელმძღვ. მოსამართლეებისა და პროკურორებისათვის; [რედ.: გიორგი ჯოხაძე, ლაშა ჭელიძე ; საქ. სახალხო დამცველის აპარატი] - თბ., 2006.
  2. დოკუმენტი, რომელშიც ჩამოყალიბებულია შეთანხმებული პრინციპები და სტანდარტები. დეკლარაცია არ ატარებს სამართლებრივად მავალდებულებელ ხასიათს. გაერო-ს კონფერენციებზე (როგორიც არის, მაგალითად, ვენაში 1993 წელს ჩატარებული გაერო-ს კონფერენცია ადამიანის უფლებათა სფეროში და 1995 წელს პეკინში ჩატარებული მსოფლიო კონფერენცია ქალთა საკითხებზე), ჩვეულებრივ, იღებენ ორი სახის დეკლარაციებს: პირველია მთავრობათა წარმომადგენლების მიერ მომზადებული დოკუმენტები და მეორე – შემუშავებული არასამთავრო ორგანიზაციების მიერ. გაერო-ს გენერალური ასამბლეა ხშირად გამოსცემს დიდი გავლენის მქონე დეკლარაციებს, რომლებსაც არა აქვს სამართლებრივად მავალდებულებელი ხასიათი.
    ევროპის კულტურული კონვენცია (მიღებულია ევროპის საბჭოს მიერ 1954 წელს, ძალაში შევიდა 1955 წელს): რეგიონული შეთანხმება, რომელიც წარმოადგენს განათლების, კულტურის, მემკვიდრეობის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში ევროპის საბჭოს საქმიანობის ოფიციალურ საფუძველს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემავსებელი დოკუმენტი – ევროპის კულტურული კონვენცია – მიზნად ისახავს ევროპული კულტურის შენარჩუნებას, ურთიერთგაგებისა და ევროპის სხვადასხვა ხალხის კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას.
    Source: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]
  3. „მსოფლიო აზრი, ადამიანის უფლებათა სინთეზი, რწმენა და საერთო ფილოსოფია, და, თვით ფაქტიდან გამომდინარე, ზოგადი საერთაშორისო სამართლის ნაწილი” (ი. ჰაქსარი, გვ.36). დეკლარაცია წარმოადგენს კაცობრიობის კუთვნილი, სერთაშორისოდ აღიარებული უფლებების შინაარსის კონსენსუსს. მასში მოცმული უფლებების მასშტაბი იმდენად ფართოა, რომ მას მინიმალური სირთულეებით შეუძლია მოიცვას ყველა კულტურა და რელიგია, ვინაიდან მისი მიღებაც თითქმის ერთსულოვანი იყო.
    Source: სმიტი, რონა კ.მ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები : სახელმძღვ./რონა კ.მ. სმიტი; [მთარგმნ.: მანანა კობიაშვილი; რედ.: გიორგი ჯოხაძე; სახალხო დამცველის აპარატი]. - მე-2 გამოც.. - [თბ.] : ოქსფორდის უნ-ტის გამ-ბა, [2006] („სეზანი“). - 519გვ.; 23სმ.. - (სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა). - ანბ. საძ.: გვ. 504-505. - ბიბლიოგრ.: გვ. 506-519. - ISBN: 99940-58-71-1: [ფ.ა.][MFN: 30569]
  4. ოფიციალური, საზეიმო გამოცხადება რაიმე აქტისა, კანონისა, ძირითადი პრინციპებისა მთავრობის ან პარტიის სახელით; თვით დოკუმენტი, რომლითაც ასეთი აქტი, კანონი არის გადმოცემული. ეს არის დოკუმენტი, რომელიც აღიარებს შეთანხმებას სტანდარტებთან მიმართებაში, მაგრამ არ არის იურიდიულად სავალდებულო
    Source: ეს შენი უფლებაა...= This is your right... / [ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია-დეა; ავტ.-შემდგ.: მადონა ხარებავა, ლალი ესებუა, მანანა გალუაშვილი [და სხვ.]; მხატვ. ზურაბ სულაკაური]. - [თბ. : ნეკერი, 2009]. - 84გვ.: ნახ., ფოტ.; 21სმ.. - ტერმინთა განმარტებანი: გვ. 79-82. - ბიბლიოგრ.: გვ. 83-84. - ISBN: 978-9941-404-98-6
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9