1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დია დიგ დიდ დივ დიზ დინ დიო დიპ დირ დის დიტ დიუ დიფ დიქ

დისიდენტები

  1. სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანები.
    Source: მესამე სექტორის საზოგადოებრივი იმიჯი/თბ.: 2003.
  2. ეს ტერმინი უპირატესად მიეყენება საბჭოთა ბლოკის მოქალაქეებს, ვისაც გადაწყვეტილი აქვთ, იცხოვრონ სიმართლეში და დამატებით შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება უწევთ:
    1. ისინი თავის არაკონფორმისტულ პოზიციას და კრიტიკულ შეხედულებებს საჯაროდ და სისტემატურად გამოხატავენ მათთვის ხელმისაწვდომ ძალიან მკაცრ საზღვრებში; ამიტომ მათ იცნობს დასავლეთი.
    2. მიუხედავად იმისა, რომ შინ არაფერს უქვეყნებენ და მთავრობა ყოველმხრივ ავიწროებთ, ისინი საკუთარი მდგომარეობის წყალობით მაინც ახერხებენ, მოიპოვონ გარკვეული ავტორიტეტი როგორც ხალხის, ისე მთავრობის მხრიდან; ამგვარად, მათ ნამდვილად გააჩნიათ ძალიან დასაზღვრული და მეტად უცნაური განზომილების შუალობითი, მაგრამ რეალური ძალაუფლება თავიანთ სფეროში. ეს იცავთ მათ დევნა-შევიწროების სხვა უარესი ფორმებისაგან, ყოველ შემთხვევაში, აძლევთ გარანტიას, რომ მთავრობას მათი დევნა გარკვეულ პოლიტიკურ გართულებად დაუჯდება.
    3. მათი კრიტიკული ხედვისა და ვალდებულების ჰორიზონტი შორდება უშუალო გარემოებათა და თავისებურ ინტერესთა კონტექსტს და მოიცავს უფრო ზოგად საფუძვლებს; ამგვარად, მათი ნამუშაკევი თავისი არსით ხდება პოლიტიკური, თუმც მათი აზრი საკუთარ თავზე, როგორც უშუალო პოლიტიკურ ძალაზე, შეიძლება ნაკლებ შეესაბამებოდეს სინამდვილეს.
    4. ამ ადამიანებს ახასიათებთ მიდრეკილება ინტელექტუალური საქმიანობისადმი. ესენი არიან „მწერლები“. მათ მიერ დაწერილი სიტყვა უპირველესი და ხშირად ერადერთი პოლიტიკური მედიუმია, რაც ხელთ აქვთ და რითაც შეუძლიათ მიიპყრონ ყურადღება, განსაკუთრებით - საზღვარგარეთიდან. სხვა ყველა საშუალება, რომლითაც ცდილობენ იცხოვრონ სიმართლეში, უცხოელი და დამკვირველისთვის ან ჩამალულია ადგილობრივ მოუხელთებელ გარემოებებში ან, თუ მაინც სცილდება ადგილობრივ ჩარჩოებს, უცხოელისთვის ის მაინც ნაკლებ საჩინო დამატებაა ნაწერებისა.
    5. მიუხედავად მათი ნამდვილი მოწოდებისა, ამ ხალხზე დასავლეთში ლაპარაკობენ უფრო ან როგორც იდეურ მოქალაქეებზე ანდაც მათი შრომების პოლიტიკურ ასპექტზე და არა მათ „რეალურ“ საქმიანობაზე სათანადო სფეროში. პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ აქ უჩინარ სამანს სცილდები - ამის სურვილის ანდაც ცოდნის გარეშე - ამის შემდეგ, როგორც მწერალს ისე კი აღარ გეპყრობიან, რომელიც შეშფოთებული, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეცაა, არამედ როგორც „დისიდენტს“, რომელსაც ლამის შემთხვევით (ალბათ მოცლილობისას) პიესებიც შემოეწერება ხოლმე. უეჭველია, არიან ადამიანები, ყველა ამ კრიტერიუმს რომ აკმაყოფილებენ. საკამათო ისაა, საჭიროა თუ არა ამ განსაზღვრული ჯგუფისთვის სპეციალური ტერმინის შემოღება თუ უნდა დარჩეთ სახელად „დისიდენტები“? მაგრამ ეს უკვე ფაქტია და ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ. ზოგჯერ კომუნიკაციის გასაიოლებლად თავადაც გვიწევს იარლიყების გამოყენება, მაგრამ ამას ვაკეთებთ უხალისოდ, ირონიით და თითქმის მუდამ ბრჭყალებში ვსვამთ.
    Source: ღმერთები, ბრაჰმანები, ადამიანები,– [თოთხხმეტი ჩეხი ინდოლოგის წიგნის ქართული ვერსია],– თარგმანი ნ. კენჭოშვილი,–თბ.,–2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9