1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ეკლ ეკო ეკუ

ეკლესიად ან რელიგიურ საზოგადოებად აღიარება

კრიტერიუმები მოცემულია 1874 წელს მიღებულ აღიარების აქტში. ეს კრიტერიუმებია სწავლებაში, სახელში, ღვთისმსახურებაში ან რელიგიის მრწამსში კანონთან ან მორალის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან შესაბამისობა. დამატებით საჭიროა წევრთა შესაბამისი რაოდენობის ყოლა, რათა გარანტირებულ იქნას ამ საზოგადოების საქმიანობა. კანონის ეს მოთხოვნები კვლავ ძალაშია, მაგრამ ისინი მნიშვნელოვნად გაიზარდა 1998 წელს განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე. ამ ცვლილებების მიხედვით, დამატებით აუცილებელია, რომ: რელიგიური გაერთიანება არსებობდეს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მაინც, აქედან 10 წელი - იურიდიული პირისსტატუსით, მორწმუნეთა საზოგადოების ფორმით; რელიგიურ გაერთიანებას უნდა ჰყავდეს მრევლი (წევრები), რომელიც შეადგენს მთელი მოსახლეობის არანაკლებ 2 პროცენტს. გამოთვლა უნდა მოხდეს უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე (დღეისათვის დაახლოებით 16.000 წევრის არსებობაა სავალდებულო); რელიგიური გაერთიანების სახსრები გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ რელიგიური მიზნებისათვის (აქ იგულისხმება ქველმოქმედებაც, თუ ის გამართლებულია საერთო რელიგიური მიზნებით); რელიგიური გაერთიანების ფუნდამენტური კონცეფცია უნდა იყოს დადებითი.
Source: აღმსარებლობის თავისუფლება ეუთოს წევრ ქვეყნებში : სამართლ. მიმოხილვა - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9