1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ენა ენდ ენვ ენი ენო ენტ ენც

ენის კვლავწარმოება

თუ ენა თაობიდან თაობას ნორმალურად გადაეცემა, მისი შენარჩუნების შესაძლებლობები მეტია. მაგრამ შვილებისათვის ენის გადაცემა ვერ გამოდგება მისი შემდგომი არსებობის გარანტიად: მრავალია შემთხვევა, როდესაც ენა გადაეცა შვილებს, მათ შეუძლიათ მასზე მეტყველება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო შეგნებულად უარს ამბობენ ამაზე და სხვა საკომუნიკაციო ენას ირჩევენ. ეს ფაქტორიც არაა დამოუკიდებელი, რადგან თაობიდან თაობას ენის გადაცემა სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება შეწყდეს: ხელისუფლების მხრიდან იძულებით, ან თვით მშობლების ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების ძალით.
Source: ლადარია ნოდარ. სოციოლინგვისტიკა : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9