1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ენა ენდ ენვ ენი ენო ენტ ენც

ენის პიჯინიზაცია

ენათა კონტაქტის შედეგად (როგორც წესი კოლონიური პლანტაციების რეგიონებში) წარმოიქმნება ახალი ენა დომინანტური ენის ძირითადი ლექსიკითა და უკიდურესად გამარტივებული გრამატიკით.სოციოლინგვისტური პროცესი, რომელიც იწყება და მიმდინარეობს ორი ან რამდენიმე სხვადასხვაენოვანი ჯგუფის შეზღუდული და არასისტემატური კონტაქტების პირობებში. ამ კონტაქტის შედეგად ერთ-ერთი ჯგუფის ენა ყველა დონეზე განიცდის მნიშვნელოვან რედუქციას და მისი სტრუქტურა საგრძნობლად იცვლება. პროცესი სრულდება პიჯინის, ანუ რედუცირებული დამხმარე ენის შექმნით, რომელიც სიტუაციურად შემოსაზღვრულ საკომუნიკაციო ფუნქციებს ასრულებს და არც ერთი ჯგუფის წევრისათვის არ არის მშობლიური.
Source: ლადარია ნოდარ. სოციოლინგვისტიკა : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9