1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ენა ენდ ენვ ენი ენო ენტ ენც

ენობრივი გარემოცვა

რაც უფრო ინტენსიურია მეზობელ ენებთან კონტაქტი, მით უფრო სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება განსახილველი ენა. მაგრამ ნამდვილი ვითარება, ჩვეულებრივ, გაცილებით უფრო რთულია: რომელიმე რეგიონში გავრცელებული ორ- ან სამენოვნება, ხშირ შემთხვევებში, არ უშლის ხელს ერთი ჯგუფის ადამიანებს თავიანთი ჯგუფის ფარგლებში საკუთარ ენაზე ისაუბრონ. რობერტ აუსტერლიცი ამბობს, რომ მრავალენიანობა მხოლოდ ევროპელებისათვის ატარებს გამონაკლისის ხასიათს, მაშინ როცა დედამიწის მრავალ რეგიონში, განსაკუთრებით კი იქ, სადაც ჯერ არ ჩამოყალიბებულა ეროვნული სახელმწიფოები, მრავალენოვანება ჩვეული მოვლენაა. გარდა ამისა, ენობრივი გარემოცვა თავისთავად კი არ არსებობს, არამედ იცვლება ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ფაქტორების ზეგავლენით. ყოველი ეს ფაქტორი ახალ ვითარებას ქმნის და მხოლოდ ნაწილობრივ მოქმედებს უშუალოდ ენობრივ სიტუაციაზე.
Source: ლადარია ნოდარ. სოციოლინგვისტიკა : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9