1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ეუთ ეუტ

ეუთოს კონფერენციის საბოლოო აქტი

დოკუმენტს 1975 წელს ხელი მოაწერა 35 სახელმწიფოს უმაღლესმა წარმომადგენელმა. მათ შორის იყო აშშ-ის პრეზიდენტიც. აღნიშნული აქტი წარმოადგენს არა ხელშეკრულებას, არამედ იმის დამამტკიცებელ დოკუმენტს, რომ საჭირო იყო წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული დაძაბულობების აღმოფხვრა. აღნიშნულ აქტში განმტკიცებულია ასეთი დებულება: ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, მათ შორის, აზრის, რწმენის, რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, მიუხედავად პირის რასისა, სქესისა, ენისა ან რელიგიური შეხედულებებისა წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ და პატივი სცენ პირის თავისუფლებას გამოხატოს ან გამოავლინოს, დამოუკიდებლად ან საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად, საკუთარი რწმენა ან რელიგია საკუთარი შეხედულებისამებრ. წევრი სახელმწიფოები აღიარებენ რელიგიურ რწმენას, რელიგიურ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს თვითეული სახელმწიფოს კონსტიტუციის ფარგლებში და უფლებას ანიჭებენ ამ ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლებს, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას, იქონიონ შეხება და მოაწყონ შეხვედრები წევრ სახელმწიფოთა ანალოგიურ ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან, აგრეთვე გაცვალონ ინფორმაცია.
Source: აღმსარებლობის თავისუფლება ეუთოს წევრ ქვეყნებში : სამართლ. მიმოხილვა - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9