1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფობ ფოთ ფოი ფოკ ფოლ ფონ ფორ ფოტ

ფონოლოგიური ინტერფერენცია

შეიძლება იყოს სამი სახის: 1. ფონემათა არასაკმარისი გარჩევა (მაგალითად, ევროპელებს უჭირთ გაარჩიონ ქართული „ქ“ და „კ“, „თ“ და „ტ“). 2. ფონემათა ზედმეტი გარჩევა (მაგალითად, ფრანგებს შეუძლიათ რუსულ ენაში გაარჩიონ ღია და დახურული „ე“, რომლებსაც თვით რუსები ვერ არჩევენ). 3. რეინტერპრეტაცია (ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია გერმანელის მიერ რუსული ენისათვის დამახასიათებელი ყრუ და მჟღერი თანხმოვნების დაპირისპირების ინტერპრეტაცია, როგორც სუსტი და ძლიერი ბგერების დაპირისპირებისა, რაც ხშირად არის გამოყენებული XIX საუკუნის რუსულ ლიტერატურაში გერმანელისათვის დამახასიათებელი მეტყველების გადმოსაცემად).
Source: ლადარია ნოდარ. სოციოლინგვისტიკა : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9