ყველა იმ ადამიანთა ერთობლიობა, ვისაც ახასიათებს ის სოციალურ-დემოგრაფიული თვისებები, რომელთა შესწავლაც მკვლევრის მიზანს წარმოადგენს. გამოკვლევის ობიექტიდან გამომდინარე, გენერალური ერთობლიობა შეიძლება სხვადასხვა იყოს. მაგალითად, თუ ჩვენი მიზანია საქართველოს მოსახლეობის აზრის შესწავლა, გენერალურ ერთობლიობას წარმოადგენს საქართველოს ყველა სრულწლოვანი მოქალაქე; თუ შევისწავლით ქართველი ქალების დამოკიდებულებას ამა თუ იმ პრობლემისადმი, გენერალური ერთობლიობაა საქართველოში მცხოვრები ქალები.
Source: ზურაბიშვილი თინათინ. თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თინათინ ზურაბიშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006