1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინტერფერენცია

ბილინგვი ადამიანის მეტყველებაში ხშირად ხდება ორი სხვადასხვა კოდისათვის დამახასიათებელი ნიშნების ზედდება, ანუ ინტერფერენცია, რომელიც განიმარტება როგორც ბილინგვის ერთი რომელიმე ენის მეორეზე ნებისმიერი ზემოქმედება. ამ შემთხვევაში იგულისხმება მხოლოდ არაკონტროლირებადი პროცესი. შეგნებულ ნასესხებობებს ინტერფერენციასთან არ აკავშირებენ. ინტერფერენციის მიმართულება შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. უფრო ხშირად გამოყენებადი ენა უფრო ადვილად მოქმედებს მეორეზე. ამის აღმოჩენა საკმაოდ ადვილია იმ ადამიანთა მაგალითზე, რომლებიც წლების განმავლობაში სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ.
Source: ლადარია ნოდარ. სოციოლინგვისტიკა : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9