1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
იუდ იუვ იუმ იუნ იურ იუს

იურგენ ჰაბერმასი

თანამედროვე სოცილური სტრუქტურის აღწერებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს იურგენ ჰაბერმასის სოციალურ თეორიას. ჰაბერმასის თეორიის წყაროებს შორის ასახელებენ მარქსიზმს, ფსიქოანალიზსს, ფენომენოლოგიას. მარქსიზმთან კავშირი უპირველეს ყოვლისა იმით გამოიხატება, რომ ისევე, როგორც ფრანკფურტის სკოლის სხვა წარმომადგენლი - მარკუზე, ჰაბერმასისთვისაც ყველა საზოგადოება, ტრადიციულით დაწყებული, პოსტკაპიტალისტურის ჩათვლით, არის ,,კლასობრივი საზოგადოება”. ყველა ამ საზოგადოებას ახასიათებს საკუთარი ორგანიზაციული პრინციპები, მაგრამ პოსტკაპიტალისტური საზოგადოება განსხვავდება იმისაგან, რაც მარქსმა აღწერა. განვითარების შედეგად მივიღეთ საზოგადოება რომელშიც: 1. სახელმწიფოსა და საზოგადოების გაყოფა, რომელიც იყო ლიბერალური კაპიტალიზმისათვის დამახასიათებელი, ჩანაცვლდა მათი შერწყმით; 2. ცხოვრების სტანდარტი ისე ამაღლდა, რომ ემანსიპაცია აღარ არის მხოლოდ და პირველ რიგში ეკონომიკური საკითხი; 3. პროლეტარიატის, როგორც კლასობრივი რევოლუციის სპეციალური აგენტის როლი გაუქმდა და დღეს შეუძლებელია ამ ჯგუფებში კლასობრივი ცნობიერება იპოვო. ამაზე დაყრდნობით, ჰაბერმასი ამბობს (მარქსის საწინააღმდეგოდ), რომ პოლიტიკური სისტემა ითვისებს მთავარ მარეგულირებელ ფუნქციას სოციო-კულტურულ და ეკონომიკურ სისტემებთან მიმართებაში. ჰაბერმასი წარმოადგენს ამ სამი სისტემის ურთიერთობას შემდეგნაირად (სმელზერის მიხედვით):
Source: თევზაძე გიგი. ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002 - 108გვ. ; 20სმ. - (სოციალ. მეცნ. სერია / ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო") - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99928-893-9-0 : [ფ.ა.],
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9