1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ლა ლგ ლე ლი ლო ლტ ლუ
ლუთ ლუი ლუკ ლუმ ლუნ ლუს ლუც

ლუის მორგანი (1818-1881)

ამერიკელმა ანთროპოლოგმა ლუის მორგანმა შემოიტანა ევოლუციის იდეის საკუთარი ვარიანტი. ის იყო პირველი იმათ შორის, ვინც ევოლუციის ამოსავალი დაუკავშირა ტექნოლოგიის განვითარების იდეას. მორგანს სჯეროდა, რომ ევოლუციის ერთგვაროვნება და განგრძობითობა დაკავშირებულია ადამიანთა მატერიალური მოთხოვნების უნივერსალურობასა და მუდმივობასთან. ასეთი მოთხოვნები, რომელიც საერთოა ყველა ადამიანისათვის (საჭმელი, თავშესაფარი, კომფორტი, უსაფრთხოება და ა.შ.) წარმოშობს მათი დაკმაყოფილების ძებნის სტიმულს. ასე, ტექნოლოგიური ძვრები განპირობებულია იმ მატერიალური მოთხოვნებით, რომლებიც ახასიათებთ ადამიანებს. ახალი ტექნოლოგიების გამოჩენა კი ცვლის საზოგადოების ბუნებას, გავლენას ახდენს ოჯახურ ცხოვრებაზე და ნათესაობის ორგანიზაციაზე, ეკონომიკის და პოლიტიკის ფორმებზე, კულტურულ ღირებულებებზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. კაცობრიობის ისტორია სამ ფაზას გადის: ველურობა, ბარბაროსობა და ცივილიზაცია. გადასვლები ხდება მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური აღმოჩენების გამო. ასე, ,,მარტივი ველურობის” პერიოდში ჩვენ ვხვდებით ნაყოფის შეგროვებას, ხოლო ..შუა ველურობაში” – ცეცხლის აღმოჩენას და თევზაობის მეთოდებს. ,,მაღალი ველურობა” არის მშვილდისრის გამოგონება და ნადირობა. ,,დაბალ ბაბრბაროსობაში” თიხის ჭურჭლის გაკეთების ტექნოლოგიაა უმნიშვნელოვანესი, ,,შუა ბარბაროსობაში” ვხვდებით მოშინაურებას და ახალ მიწათმოქმედების კულტურებს. ,,მაღალ ბარბაროსობაში” ჩნდება რკინის და რკინის იარაღების წარმოება, რომელსაც რევოლუციური მნიშვნელობა აქვს. საბოლოოდ, ცივილიზაციის დაბადება აღინიშნება ფონეტიკური ანბანის გამოგონებით და წერის ხელოვნებით. ასეთმა, ანუ, მონომიზეზობრივმა, ტექნოლოგიურმა ახსნამ გავლენა მოიპოვა. ის აისახა მომდევნო მნიშვნელოვან მიმდინარეობებში (მაგ. მარქსიზმი, ნეო-ევოლუციონიზმი).
Source: თევზაძე გიგი. ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002 - 108გვ. ; 20სმ. - (სოციალ. მეცნ. სერია / ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო") - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99928-893-9-0 : [ფ.ა.],
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9