1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მეტყველთა რიცხვი

რაც უფრო მეტი ადამიანი მეტყველებს რომელიმე ენაზე, მით უფრო მცირეა იმის ალბათობა, რომ ეს ენა გაქრება. თუმცა მეტყველთა დიდი რაოდენობა თავისთავად არ იძლევა ენის შენარჩუნების გარანტიას, მეორე მხრივ კი მეტყველთა მცირერიცხოვნებაც თავისთავად არ ნიშნავს, რომ ენა აუცილებლად განწირულია გასაქრობად. ვერ ვიტყვით, რომ რაოდენობრივი თვალსაზრისით კრიტიკულ ზღვარს მიღწეული ენა აუცილებლად გაქრება. მეტ-ნაკლებად დანამდვილებით შეგვიძლია მხოლოდ საპირისპირო დებულება გამოვთქვათ: ის ენები, რომლებიც მომავალში გაქრება, დღეს მეტყველთა რიცხვის რაოდენობრივ კრიზისს განიცდის.
Source: ლადარია ნოდარ. სოციოლინგვისტიკა : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9