1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მობ მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოძ მოწ მოხ

მოდერნულობა

შეესაბამება ტერმინს „Modernity” და აღნიშნავს კაცობრიობის ისტორიის განსაზღვრულ პერიოდს შუა საუკუნეების და აღოძინების შემდეგ. “თანამედროვეობა” შეესაბამება ტერმინს „Contemporarity” და ნიშნავს ახლანდელ ან ცოტა ხნის წინანდელ და ახლანდელ სოციალურ მდგომარეობას. „თანამედროვეობის” ტერმინის შემოტანა გახდა საჭირო, რადგან სოციოლოგიაში და სოციალურ თეორიაში XX საუკუნის პირველი ნახევრის შემდეგ მოდერნულობის და მისი შემდგომი დროების განსხვავება და მათი ორ დამოუკიდებელ სოციალურ და ინტელექტუალურ ფენომენად დაფიქსირება ერთ-ერთი ცენტრალური დისკურსია. ოგიუსტ კონტმა (1798-1857), სოციოლოგიის დამაარსებელმა, განსაზღვრა მოდერნულობის, ანუ, ახალი სოციალური წესრიგის ძირითადი ნიშნები. ესენია: 1. სამუშაო ძალის კონცენტრირება ურბანისტულ ცენტრებში; 2. სამუშაოს ორგანიზაცია, რომელშიც წარმმართველია ეფექტურობა და სარგებლიანობა; 3. მეცნიერების და ტექნოლოგიის გამოყენება წარმოებაში; 4. ფარული, ან ღია წინააღმდეგობის წარმოშობა დამქირავებლებსა და დაქირავებულებს შორის; 5. სოციალური კონტრასტების და არათანაბრობის ზრდა; 6. ეკონომიკური სისტემა, რომელიც დამყარებულია თავისუფალ წარმოებაზე და ღია შეჯიბრებაზე (კონტი „სოციოლოგია”). სოციოლოგები, როგორც წესი უპირისპირებენ “წინა-მოდერნულ” და “მოდერნულ” საზოგადოებებს ერთმანეთს და აგებენ პოლარულ მოდელებს. მათ შორის აღსანიშნავია მილიტარისტული და ინდუსტრიული საზოგადოებების დაპირისპირება ჰერბერტ სპენსერთან, მექანიკური და ორგანული სოლიდარობის დაპირისპირება ემილ დურკჰაიმთან, ტრადიციულ-აგრარული და კაპიტალისტური საზოგადოებების დაპირისპირება ვებერთან.
Source: თევზაძე გიგი. ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002 - 108გვ. ; 20სმ. - (სოციალ. მეცნ. სერია / ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო") - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99928-893-9-0 : [ფ.ა.],
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9