1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პოე პოზ პოლ პომ პოპ პორ პოს პოტ

პოსტინდუსტრიული საზოგადოება

  1. კლასიკური აღწერა შეიმუშავეს ბელმა და ტურანმა. მათი აღწერის მიხედვით, პოსტინდუსტრიული საზოგადოება ხასიათდება: 1. ეკონომიკაში მოხდა ძირითადი ვექტორის კიდევ ერთი გადატანა: თუ ინდუსტრიული, ანუ XIX საუკუნის საზოგადოება ხასიათდებოდა მიწათმოქმედებიდან ინდუსტრიული წარმოებისკენ მიმართულებით, II მსოფლიო ომის შემდეგ ინდუსტრიული წარმოებიდან მომსახურეობისკენ მოხდა სოციალური მნიშვნელობის გადანაცვლება: წარმოიშვა ახალი პროფესიების და სამუშაო ადგილების დიდი რაოდენობა, რომელიც არ არის პირდაპირ დაკავშირებული წარმოებასთან. მოქმედების ისეთმა მიმართულებებმა, როგორიცაა ვაჭრობა, ფინანსები, მართვა, ადმინისტრირება, განათლება და ა.შ. ახალი მნიშვნელობები შეიძინა. 2. სტრუქტურულ და სტრატიფიკაციულ იერარქიაში გაიზარდა მომსახურე ფენის მნიშვნელობა. ხოლო თვითონ მომსახურე ფენაში – პროფესიული და ტექნიკური ჯგუფების (მეცნიერების, განვითარების დარგში მომუშავეები) და “ჰუმანიტარული მომსახურების” (განათლება, მეცნიერება, კულტურა, სოციალური დაცვა, ჯანდაცვა და სხვა) წონა. 3. ტექნოლოგიაში მოხდა ახალი “ინტელექტუალური ტექნოლოგიების” გაჩენა, რომელიც ინფორმაციის გაცვლის და წარმოების პროცესში სულ უფრო და უფრო მეტად აუცილებელი ხდებოდა, ვიდრე მასალა და ენერგია. 4. საზოგადოების დინამიკაში თვითმდგრადმა ტექნოლოგიურმა ზრდამ ცენტრალური მნიშვნელობა მიიღო. 5. ყოველდღიური ცხოვრების ღირებულებებში და ყველგანგამჭოლ თემებში აქცენტმა გადაინაცვლა ცოდნაზე და მის მიღებაზე მუდმივი სწავლების სხვავასხვა ფორმების საშუალებით. პოსტინდუსტრიულმა საზოგადოებამ მოიტანა პროტესტის გრძნობა და ის აღწერები, რომლებიც პოსტმოდერნულობაში გადასვლას ითხოვდა და უთითებდა. სოციალური ცხოვრების უკიდურესობამდე მიყვანილმა რაციონალიზაციამ და ინდუსტრიალიზაციამ წარმოშვა ზემოთ ჩამოყალიბებული მოთხოვნები და იმედი, რომ შესაძლებელია სხვა, მოდერნულობიდან განსხვავებულ ვითარებაში ცხოვრება, რომელიც აღადგენს იმ “ყველაფერ კარგს” რაც იყო ტრადიციულ საზოგადოებაში, ან შემოიტანს განსხვავებულს და სოციალური მოწყობის ახალ საფეხურზე გადაგვიყვანს.
    Source: თევზაძე გიგი. ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002 - 108გვ. ; 20სმ. - (სოციალ. მეცნ. სერია / ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო") - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99928-893-9-0 : [ფ.ა.],
  2. დ. ბელი მიიჩნევს, რომ პოსტინდუსტრიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელია სამი არსებითი ნიშანი: ა) ინდუსტრიული საზოგადოებიდან სერვისულ საზოგადოებაზე გადასვლა. ეს ნიშნავს იმას, რომ მრეწველობაზე დიდი როლი მომსახურებას ენიჭება. ისევე, როგორც საერთო ეროვნული პროდუქტის წილში, ინდუსტრიულ საზოგადოებაზე გადასვლისასთანდათან იზრდებოდა მრეწველობის წილი და მცირდებოდა სოფლის მეურნეობისა. პოსტინდუსტრიულ დონეზე გადასვლისას თანდათანობით მცირდება საწარმოო პროდუქციის წილი და იზრდება მოხმარების და საინფორმაციო უზრუნველყოფის წილი; ბ) თეორიული ცოდნის კოდიფიცირების გადამწყვეტი მნიშვნელობა ტექნოლოგიური ინოვაციებისათვის. ეს გულისხმობს, რომ ტექნიკური პროგრესი შესაძლებელია მხოლოდ თეორიული ცოდნის უმაღლესი განვითარების პირობებში; გ) ინტელექტუალური ტექნოლოგიების ქცევა სისტემური ანალიზის და გადაწყვეტილებების მიღების ძირითად ელემენტად.
    Source: ქართული საზოგადოება და ევროპული ღირებულებები / [კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი]; რედ.-შემდგ.: ირმა ალფენიძე, პაატა პაპავა (მხატვ.), ზაზა შათირიშვილი - თბ., 2007 - 200გვ. ; 24სმ. - (ევროპული ძიებანი: სტატ. კრ., 2006). - ISBN 978-9990000-68-54-8: [ფ.ა.] [MFN: 31727]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9