1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რეა რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეჟ რეს რეფ რეც

რელატივიზმი

  1. სოციოლინგვისტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ენობრივი რელატივიზმის, ანუ ფარდობითობის ჰიპოთეზას, რომელზედაც, ძირითადად, დამყარებულია საპირისა და უორფის შრომები. ამ საკითხს საკმაოდ რთული ისტორია ჰქონდა. 1971 წელს ბერნსტაინმა შემოიღო „შეზღუდული“ და „დახვეწილი“ კოდის ცნება (იგულისხმება ენის ის „მარაგი“ და სტრუქტურა, რომლითაც სარგებლობენ სხვადასხვა შემეცნებით და სოციალურ დონეზე მყოფი ადამიანები). ამ თეორიამ წარმატება ვერ მოიპოვა არა მეცნიერული სისუსტის მიზეზით, არამედ მისი პოლიტიკური არასასურველობის გამო. სამწუხაროდ, ბერნსტაინის თვალსაზრისმა ენის სოციალურ-კლასობრივი განსაზღვრულობის შესახებ ნაკლები გავლენა მოახდინა სოციოლინგვისტიკის განვითარებაზე, ვიდრე ეს უნდა ყოფილიყო მეცნიერების თავისუფალი განვითარების პირობებში. რელატივიზმის ბაზაზე ხდება სხვადასხვა ჯგუფთა ფარგლებში გავრცელებული ენობრივი ვარიაციების შედარებითი ანალიზი, მათი ენობრივი რესურსების გამოკვლევა. ბოლო წლების განმავლობაში ჩატარდა მრავალი გამოკვლევა ფორმალური (ეგრეთ წოდებული თავაზიანი) მეტყველებისა სხვადსხვა ენის ფარგლებში სოციალური ფაქტორებისა და შედეგების გათვალისწინებით.
    Source: ლადარია ნოდარ. სოციოლინგვისტიკა : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002
  2. სწავლება, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ადამიანური ფასეულობები და ეთიკური ნორმები მხოლოდ გემოვნების საქმედ და თითოეული ადამიანის თავისუფალი არჩევანის საგნად არის მიჩნეული, რადგან ამ სფეროში რაიმეს ობიექტური სისწორით მტკიცება შეუძლებელია.
    Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 7 ,-[რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი],- ISSN 1512-4487,- ოქტომბერი, 2007
  3. რწმენა, რომლის მიხედვითაც, მორალური ან ფაქტობრივი მტკიცებები მხოლოდ მათ კონტექსტთან მიმართებაში შეიძლება განისაჯოს, რადგანაც რაიმე ობიექტური ან „აბსოლუტური“ სტანდარტი არ არსებობს.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9