1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რობ როდ როზ როი როკ რომ როჟ როტ როქ როშ

რობერტ მერტონი

მერტონი იკვლევდა დევიაციური ქმედებების სიხშირეს ამერიკული საზოგადოების იერარქიაში. ყველა დევიანტური ქმედების წესი მოდის ცალკე მდგომი ინდივიდისაგან, ძირითადად ღარიბებისაგან. გამომდინარე იქიდან, რომ ანომია დევიანტის საფუძველია, მერტონმა გამოიმუშავა ანომიის ცნება, რადგან აეხსნა, როგორ და რატომ არის ანომია ამ ფენაში უფრო ხშირი. მერტონის მიხედვით, ანომია არ არის უბრალოდ ნორმების შესუსტება, არამედ წინააღმდეგობა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში მიღებულ მიზნებსა და დაშვებულ საშუალებებს შორის. მაგალითად, ამერიკულ საზოგადოებაში მატერიალური წარმატება, სიმდიდრე და კარიერა საყოველთაოდ მიღებული მიზანია. ამ მიზნების მისაღწევი ნებადართული საშუალებებია სწავლა, მუშაობა და ეკონომია. ხშირად ღარიბი ფენის წარმომადგენელს არ შეუძლია მიაღწიოს მიზანს დაშვებული საშუალებებით. ამიტომ ანომია ამ ფენაში უფრო ხშირია. ანომიაზე არის რამდენიმე რეაქცია, რომლებიც აჩვენებს, რომ მიზნები და დაშვებული საშუალებები თითქოს მიღწეულია. ეს ოთხი ანომიის რეაქცია, კონფორმულობასთან ერთად ამ სქემით შეიძლება გადმოიცეს (ანდორკა37 მიხედვით) პლიუსი ნიშნავს მიღებას, მინუსი მიუღებლობას. პლიუს-მინუსი ნიშნავს, რომ მოჯანყე პიროვნება ვერ იღებს ვერც მიზანს და ვერც საშუალებას, მაგრამ მის შემთხვევაში საკუთარ მიზნებს და საშუალებებს აქვს ადგილი. მერტონისეული ტიპების დახასიათება არ არის ჩვეულებრივი. მაგალითად, ყოველდღიურ მეტყველების ენაზე რომ ვთარგმნოთ, ნოვაცია ნიშნავს კრიმინალს, რიტუალიზმი ნიშნავს საზოგადოების ნორმების ულაპარაკო მიყოლას (ამიტომაც არ გამოიყურება როგორც დევიანტი). დამალვა ნიშნავს სულით ავადმყოფობას, ნევროზს, ალკოჰოლიზმს, ექსტრემალურ შემთხვევებში-თვითმკვლელობას.
Source: თევზაძე გიგი. ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002 - 108გვ. ; 20სმ. - (სოციალ. მეცნ. სერია / ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო") - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99928-893-9-0 : [ფ.ა.],
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9